გამორჩეული ქართული გემოები
აირჩიე კუთხე და გაეცანი ქართულ გემოებსა და რეცეპტებს
კარააგე — იაპონური შემწვარი ქათამი
იხვი პეკინურად— მორთმევა შეფ-მზარეულისაგან
ბაირამ ოში — ტაშკენტის სადღესასწაულო ფლავი
აჭარული ხაჭაპური
ბატკნის კარე ტრიუფელის დემი-გლასით და ტომატის მარმელადით
კარამელიზებული ფუა-გრას ღვიძლი ტყის კენკრის სოუსში
სპრინგროლები კრევეტებით
ოჯახური — ქართული ოჯახური კერძია
რავიოლი ბოლონეზე
თურქული სიბასი სოტე ლიმონის სოუსით
სიბასი გრილზე გამომცხვარი წიწაკის სოუსით
ფერმის წიწილა მწვანე სალათით და აჯიკით
შივიტ ოში
სპაგეტი ცისფერი კრაბით და კრევეტებით
არ მოიძებნა
ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ასპიკი ანუ მუჟუჟი
ასპიკი ანუ მუჟუჟი, იგივე "ხალადეცი", წარმოშობით ქართულია. რუსეთში მან ფრანგული კულტურის გავლენით მოიპოვა პოპულარობა, თუმცა საქართველოში მისი არსებობა ბევრად უფრო ადრე ფიქსირდება. ამ კერძის საფუძველი არის ცხოველის ძვლებიდან და ტანხორციდან გამოდევნილი კოლოგენი, რომელსაც ჰიდროლიზის საშუალებით აქცევენ შემასქელებელ ჟელატინად, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ასპიკის შესქელება შესაძლებელია უბრალოდ ძვლიანი ხორცის დადუღებით. ნახარშს დავუმატოთ არომატული ნაერთების შემცველი ინგრიდიენტები და მივიღებთ სასიამოვნო ჟელეს, რომელსაც ყველა ის სასიამოვნო გემო და სურნელი აქვს, რაც გემრიელ სუფს.

მეორე დილის სენდვიჩი
ნამცეცობა ახალი წლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამბობენ, გვიან გაღვიძებულზე, მაცივრის გამოღება და ნარჩენებისგან გემრიელი სადილის შეკვრა საახალწლო ტრადიციათა შორის ერთ-ერთი უძველესია, თვით ფრედ ვულფიც კი დილაობით ნამცეცობდაო. უკბილო ხუმრობები გვერდზე გადავდოთ და განვიხილოთ შემთხვევა - არის დილა, გვაქვს სულგუნი, იმერული ყველი, ფხალი, ჩურჩხელა, კვერცხი, კარაქი და ხორცი, რომელიც წინა ღამიდან შემოგვრჩა (მე ვიყენებ ღორის ნეკნებს საახალწლო სანელებლებით, რომლის რეცეპტიც ასევე დევს საიტზე).


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად













































