პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები
ძალაშია 16.06.2025 წლიდან
პრეამბულა
გამოყენების პირობები იძლევა ინფორმაციას იმ წესების შესახებ, რომლებიც აწესრიგებს აიდიეს ბორჯომის კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ვებგვერდების გამოყენებას, ასევე წარმოადგენს წესებს თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
გამოყენების პირობები არ გამოიყენება იმ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად აიდიეს ბორჯომსა და მოსარგებლეებს შორის, რომლებიც ეხება აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთასა და მიწოდებას (შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილია აიდიეს ბორჯომის ვებგვერდებზე), ასევე არ წარმოადგენს აიდიეს ბორჯომის პრომო და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების წესებს (შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია ასეთი ღონისძიებების შესახებ შეტყობინებაში).
გამოყენების წესები უნდა იყოს დაცული აიდიეს ბორჯომისა და მოსარგებლის მიერ. აიდიეს ბორჯომი იტოვებს უფლებას, საკუთარი დისკრეციით მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს წინამდებარე წესები. წინამდებარე წესები, მათი განახლებული ვერსია და შესაბამისი ცვლილებები ძალაშია მათი ვებგვერდებზე გამოქვეყნების თარიღიდან.
ვებგვერდის ყოველი გამოყენებით მოსარგებლე ადასტურებს ამ წესების მიმდინარე რედაქციას, რომელიც ძალაშია ვებგვერდით სარგებლობის მომენტში. გთხოვთ, დაიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აიდიეს ბორჯომის ვებგვერდის გამოყენება.
ვებგვერდთან და მათ შინაარსთან დაკავშირებული ყველა უფლების მფლობელი არის აიდიეს ბორჯომი.
ვებგვერდი არ შეიცავს კომენტარის დატოვების ოფციას. აიდიეს ბორჯომთან დასაკავშირებლად მოსარგებლეს შეუძლია გამოიყენოს კომუნიკაციის ის ოფციები, რომლებიც ამ მიზნებისათვის არის მოცემული ვებგვერდებზე.
აიდიეს ბორჯომის ვებგვერდებზე შესვლა და შესაბამისი მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ 16 წელს გადაცილებული მოსარგებლეებისათვის.
ტერმინთა განმარტება
აიდიეს ბორჯომი ნიშნავს ყველა კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია აიდიეს ბორჯომი ინთერნეშენელის ჯგუფთან.
ვებგვერდები ნიშნავს აიდიეს ბორჯომის მიერ გამოქვეყნებულ ვებგვერდებს.
მომსახურება ნიშნავს ნებისმიერ მომსახურებასა და დაკავშირებულ ფუნქციებს, რომელიც მიეწოდება აიდიეს ბორჯომის მიერ მოსარგებლეებს უფასოდ/გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და რომლის შეკვეთაც შესაძლებელია ვებგვერდებზე.
მოსარგებლე ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შევა, გაეცნობა ან ეწვევა ვებგვერდებს მომსახურების შეკვეთით ან მის გარეშე.
აიდიეს ბორჯომის ვებგვერდების გამოყენება ნიშნავს აიდიეს ბორჯომის ვებგვერდების გაცნობას ან მათი შინაარსის სხვაგვარ გამოყენებას, აიდიეს ბორჯომის მიერ შემოთავაზებული მომსახურების გამოყენებას.
პირადი მონაცემები ნიშნავს პირად მონაცემებს, რომლებიც გროვდება ვებგვერდების მეშვეობით, ანუ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოსარგებლეთა პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება.
გამოყენების პირობები ნიშნავს ვებგვერდების გამოყენების წინამდებარე წესებს.
შინაარსი ნიშნავს ყველა სტატიკურ და დინამიკურ ელემენტს, ინფორმაციას, ტექსტს, გამოსახულებას, აუდიო და ვიდეო ფაილს, მონაცემთა ბაზას, სასაქონლო ნიშნებსა და ლოგოებს, ტექნიკურ და გრაფიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოცემულია ვებგვერდებზე.
ქუქი ნიშნავს ტექსტუალურ ფაილს, რომელსაც ვებგვერდები უგზავნის მოსარგებლეთა ელექტრონულ მოწყობილობებს და ინახება ვებბრაუზერში. ასეთი ფაილები არ ახდენს მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას, მაგრამ აფიქსირებს ინფორმაციას მათი ქმედებების შესახებ, რომლებიც ეხება ვებგვერდების გამოყენებას. ასეთი ინფორმაცია გროვდება ვებგვერდების მუშაობის გაუმჯობესებისათვის და შემდეგი პარამეტრების მოსარგებად მოსარგებლეთა მოთხოვნილებებზე: მოსარგებლეთა პრიორიტეტების მონიტორინგისათვის, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გასაზიარებლად, მოსარგებლეთა პრიორიტეტებისათვის მომსახურების მოსარგებად, ვებგვერდების გამოყენების შესახებ ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის შესაგროვებლად.
ვებგვერდის მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები
ვებგვერდი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:
o აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ ან სხვა ინფორმაციის წარმოდგენილ შინაარსთან გასაცნობად;
o აიდიეს ბორჯომის მომსახურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაკვეთად;
o აიდიეს ბორჯომის მომსახურების სპეციფიკის მართვისათვის;
o აიდიეს ბორჯომისათვის თხოვნების, კომენტარების, პრეტენზიებისა და რეკომენდაციების მისაწოდებლად ვებგვერდებზე არსებული უკუკავშირის ფორმის გამოყენებით, აგრეთვე აიდიეს ბორჯომის მიერ პასუხის გასაცემად;
o სხვა ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც მოხსენიებულია აიდიეს ბორჯომის ვებგვერდებზე.
უკანონოა ვებგვერდების გამოყენება ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც არ არის ნახსენები ზემოთ.
მოსარგებლეთა ვალდებულებებია:
o დაიცვან გამოყენების პირობები და შესაბამისი კანონმდებლობის სამართლებრივი დანაწესები;
o გამოიყენონ ვებგვერდები მხოლოდ ზემოხსენებული მიზნებისათვის;
o აიდიეს ბორჯომის წინასწარი თანხმობის გარეშე არ გამოიყენონ ვებგვერდების შინაარსი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, არ დაანაწევრონ ვებგვერდები, არ მიმართონ უკუინჟინირებას, არ სცადონ ვებგვერდების სორს კოდებში ჩარევა;
o არ გამოიყენონ ვებგვერდები ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან სხვა ისეთი შეტყობინებების გასაგზავნად, რომლებიც ლახავს აიდიეს ბორჯომის ან მესამე პირების პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, ასევე დაუსაბუთებელი კომერციული შეტყობინებების („სპამი“) გადასაცემად;
- არ გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, ვებგვერდების ოპერირებაში შესაღწევად ან შეღწევის მცდელობისათვის.
კომუნიკაცია აიდიეს ბორჯომთან
მოსარგებლეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აიდიეს ბორჯომს:
o შეტყობინების (თხოვნის ან საყვედურის) გაგზავნით ვებგვერდებზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის გამოყენებით;
o ვებგვერდებზე მითითებული ტელეფონის ნომრებზე დარეკვით.
იმისათვის, რომ დაუკავშირდეს აიდიეს ბორჯომს და მიიღოს კომპანიისაგან უკუკავშირი, მოსარგებლემ უნდა მიაწოდოს აიდიეს ბორჯომს შემდეგი სახის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.
აკრძალულია ვებგვერდების გამოყენებით შემდეგი ინფორმაციის წარდგენა:
o ნებისმიერი ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან სხვა ისეთი შეტყობინებები, რომლებიც ლახავს აიდიეს ბორჯომის ან მესამე პირების პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას;
o დაუსაბუთებელი კომერციული შეტყობინებები („სპამი“).
მოსარგებლის მიერ ამ ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის შემთხვევაში აიდიეს ბორჯომი უფლებამოსილია, არ უპასუხოს ასეთ შეტყობინებებს, ასევე მსგავსი შეტყობინებების გამგზავნ მოსარგებლეებს შეუზღუდოს უკუკავშირის ოფციით სარგებლობის უფლება.
მოსარგებლეებსა და აიდიეს ბორჯომს შორის კომუნიკაცია მუშავდება ტექნიკური საშუალებებით. ტელეფონის გამოყენებით განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, ასევე მოსარგებლესა და აიდიეს ბორჯომს შორის შემდგარი შეტყობინებების გაცვლა ინახება აიდიეს ბორჯომის მიერ მომსახურების ხარისხის მონიტორინგისათვის, ასევე აიდიეს ბორჯომის მომსახურებისა და საქონლის შემდგომი ცვლილებებისათვის. ვებგვერდების უკუკავშირის ფორმების გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება, ინფორმაცია და მასალა ეკუთვნის მოსარგებლეს.
უკუკავშირის ფორმები
ვებგვერდებზე არის უკუკავშირის ფორმები მოსარგებლეთა მიერ აიდიეს ბორჯომთან კავშირისათვის.
მოსარგებლეები უფლებამოსილი არიან, მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ვებგვერდების უკუკავშირის ფორმების მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებებზე პასუხად გონივრულ ვადებში, რაც არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნის გაგზავნიდან 30 დღეს.
მოსარგებლეები უფლებამოსილი არიან, მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ტელეფონის მეშვეობით გაკეთებული მათი მოთხოვნის პასუხად გონივრულ ვადებში, რაც არ უნდა აღემატებოდეს აიდიეს ბორჯომთან დაკავშირების მომენტიდან 30 დღეს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები აგრეთვე ითვალისწინებს შეტყობინებების და სიახლეების შესახებ შეტყობინებების მართვის საკითხებს, ქუქის პოლიტიკას და სხვა დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული პირობები წარმოადგენს ამ გამოყენების პირობების განუყოფელ ნაწილს.
პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@borjomi.com
ინტელექტუალური საკუთრება
აიდიეს ბორჯომს ეკუთვნის ექსკლუზიური საკუთრების უფლება ვებგვერდების შინაარსთან დაკავშირებულ ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა დაკავშირებულ უფლებებზე (ან შინაარსის გამოყენების უფლება აიდიეს ბორჯომს მინიჭებული აქვს უფლებამოსილი მესამე პირისაგან).
აკრძალულია შინაარსის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება ნებისმიერი კომერციული და არაკომერციული მიზნებისათვის ნებისმიერი ფორმით (რაც ნიშნავს რეპროდუცირებას, ხელახლა წარდგენას, ადაპტირებას, განახლებას, გამოქვეყნებას, გადაცემას, არასწორად გადაცემას, სხვა ვებგვერდზე ინტეგრირებას). თუ შინაარსის ასეთი გამოყენება აუცილებელია, აიდიეს ბორჯომს ეგზავნება მოთხოვნა ვებგვერდებზე არსებული უკუკავშირის ფორმების მეშვეობით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შინაარსის პირადი სარგებლობისთვის (არაკომერციული) გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ ფარგლებში და წესით, რომელიც გათვალისწინებულია საავტორო ქონებრივი უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული დებულებებიდან.
იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდების შინაარსზე არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები იქნება დარღვეული მესამე პირის მიერ, აიდიეს ბორჯომი მიმართავს ყველა საჭირო გზას, მათ შორის სასამართლოსათვის მიმართვას.
პასუხისმგებლობა
გამოყენების პირობების ნებისმიერი დებულების დარღვევა გამოიწვევს მოსარგებლის პასუხისმგებლობას, რომელიც დადგენილია წინამდებარე გამოყენების პირობებით და ასეთი გამოყენების პირობების მიმართ გამოსაყენებელი კანონმდებლობით.
ვებგვერდები შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს მესამე პირების ვებ რესურსთან. აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი იმ შინაარსზე, რაც განთავსებულია ასეთ ვებრესურსებზე, ასევე არ არის პასუხისმგებელი მოსარგებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ასეთი რესურსების გამოყენების შედეგად.
აიდიეს ბორჯომი მიმართავს ყველა ღონისძიებას, რათა უზრუნველჰყოს მოსარგებლე უსაფრთხო, უწყვეტი და სწორი წვდომით ვებგვერდებზე. ამავე დროს აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი წყვეტაზე ვებგვერდების მუშაობაში, ასეთი ვებგვერდების შეუსაბამობაზე მოსარგებლის მოწყობილობებთან და მოსარგებლის მიერ ვებგვერდების ვერ გამოყენებაზე, რომელიც გამოწვეულია ინტერნეტ კავშირის არარსებობით. აიდიეს ბორჯომი ინარჩუნებს დისკრეციას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს ვებგვერდებზე წვდომა მოსარგებლეებს.
აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოეშვას მოსარგებლეებს ვებგვერდების გამოყენების შედეგად. ამასთან, აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების წინაშე იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მათ მიაყენონ მოსარგებლეებმა ვებგვერდების გამოყენებით.
აიდიეს ბორჯომის მიერ სექციაში „გასტრო გიდი“ გამოქვეყნებული შინაარსი არ წარმოადგენს სამეცნიერო ან სამედიცინო რჩევას და მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნით. გამოქვეყნებული შინაარსი შეიძლება აღწერდეს მხოლოდ მომხმარებლის ზოგადი ხასიათის და სუბიექტურ აღქმას შესაბამის პროდუქციასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს ნუტრიციოლოგიურ, სამედიცინო ან სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ განცხადებებს. ყოველი ინდივიდის აღქმა გემოვნებით თვისებებთან დაკავშირებით შესაძლოა განსხვავდებოდეს პირადი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიეტური ჩვევები, ინდივიდუალური მგრძნობელობა. თუ შინაარსი შეიცავს კვებასთან დაკავშირებულ რჩევას, ასეთი რჩევა არ შეიძლება აღქმულ იქნას მოსარგებლის მიერ სამედიცინო პროფესიონალისგან გაცემული რჩევის ეკვივალენტურად ან ჩამნაცვლებლად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსარგებლის დიეტისა და ჯანმრთელობის შესახებ მიღებულ უნდა იქნას მოსარგებლის პირადი გადაწყვეტილებით და შესაბამისი პროფესიონალის რჩევის საფუძველზე. აიდიეს ბორჯომი არ იქნება პასუხისმგებელი არანაირ რისკზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით აიდიეს ბორჯომის მიერ გამოქვეყნებული შინაარსის გამოყენებასთან.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეცეპტები და ინსტრუქციები წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აიდიეს ბორჯომის მიზანია გააზიაროს გემრიელი და ხელმისაწვდომი კულინარიული იდეები, ნებისმიერი რეცეპტის გამოყენება სრულად წარმოადგენს მოსარგებლის დისკრეციას და რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მოწოდებული რეცეპტები იყოს ზუსტი და აქტუალური, აიდიეს ბორჯომი არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას შინაარსის შესაბამისობაზე მოსარგებლის ინდივიდუალურ საჭიროებებთან, გემოვნურ თვისებებთან, სამზარეულო ტექნიკასა და უნარებთან. გამოქვეყნებული რეცეპტები შეიძლება შეიცავდეს ალერგენებს, რძის პროდუქტებს, გლუტენს და სხვა გამაღიზიანებლებს. მოსარგებლე თავად არის პასუხისმგებელი განსაზღვროს რეცეპტის შესაბამისობა თავის ან მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. აიდიეს ბორჯომი მოგიწოდებთ საკვების მომზადების დროს დაიცვათ შესაბამისი უსაფრთხოების წესები. აიდიეს ბორჯომი არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ გამოქვეყნებული რეცეპტების, ინსტრუქციების ან რჩევების გათვალისწინება გამოიღებს მოსარგებლისთვის სასურველ შედეგს.
სხვადასხვა
გამოყენების პირობები ძალაშია მათი ვებგვერდებზე გამოქვეყნების მომენტიდან.
ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება აიდიეს ბორჯომსა და მოსარგებლეთა შორის ვებგვერდების გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით (ასეთი მოლაპარაკება ინიცირებული უნდა იქნეს შესაბამისი მოსარგებლის მიერ აიდიეს ბორჯომთან შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით), ასევე გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად.
ეს გამოყენების პირობები და ვებგვერდების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების გამორიცხვით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება ვებგვერდების გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ექსკლუზიურად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, ნებისმიერი სხვა ქვეყნის იურისდიქციის გამორიცხვით.
ვებგვერდების გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ვებგვერდზე არსებული უკუკავშირის ფორმის მეშვეობით.
ვებგვერდის მფლობელია აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი, ს/ნ: 204870844, მის: საქართველო, ბორჯომი, 1200, თორის ქ. 39.