აიდიეს ბორჯომის მომხმარებლის პირობები
ძალაშია 16.06.2025 წლიდან
პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები
აიდიეს ბორჯომი ამ დოკუმენტში მოცემული წესების შესაბამისად და ფარგლებში აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მოსარგებლეთათვის მიწოდების მიზნით.
მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პირობების გათვალისწინებით, მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი და დამმუშავებელი შეიძლება იყოს აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიები. იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემების მაკონტროლებელი და დამმუშავებელი კომპანიის შესახებ, გააგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალთან მისამართზე: privacy@borjomi.com (პასუხის გაცემა ხდება მხოლოდ მოთხოვნის გამგზავნ პირთან მიმართებაში).
აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს: რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულებები რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსი, წევრობა პოლიტიკურ პარტიებში ან/და პროფესიულ კავშირებში, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, სექსუალურ ცხოვრებასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მონაცემები, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, ასევე სხვა სახის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აიდიეს ბორჯომი უზრუნველყოფს ყველა ზომის მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობისა (ქართული კანონმდებლობის და ასევე GDPR-ის, სადაც რელევანტურია) და აიდიეს ბორჯომის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.
კონტაქტები
ნებისმიერი შეკითხვით პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით მიმართეთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@borjomi.com
აიდიეს ბორჯომის მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები, პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი
აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მასშტაბი, მეთოდი, მიზანი და სამართლებრივი საფუძველი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება მოსარგებლის მხრიდან აიდიეს ბორჯომის ვებგვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება, ასევე მოსარგებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მასშტაბის გათვალისწინებით.
თუ ვებ-გვერდი ითვალისწინებს ანგარიშის შექმნას, მათ შორის, ბლოგებზე, ფორუმებზე და სტატიებზე კომენტირების და სხვა მსგავსი აქტივობის მიზნით, ასევე მომხმარებლის უკუკავშირს, მაშინ აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, ფუნქციის საჭიროებიდან გამომდინარე:
o სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი;
o ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაში ანგარიშის მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი);
o ბლოგებზე, ფორუმებზე და სტატიებზე დატოვებული მომხმარებლის კომენტარები, თავად მომხმარებელთა მიერ მათ წაშლამდე;
o აიდიეს ბორჯომის ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის „ქუქი“ და მისი მეშვეობით შეგროვებული მონაცემები;
o მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით გაზიარებული ინფორმაცია.
სადაც ეს რელევანტურია და ხდება გარკვეული პროდუქტის გასაყიდად შეთავაზება, და შესაბამისად მოითხოვება საბანკო საგადახდო ბარათები და მათი მონაცემები (ბარათის მფლობელის სახელი, ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და CVV კოდი), აღნიშნული მონაცემებს უშუალოდ აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს, არ ამუშავებს და არ ინახავს. აიდიეს ბორჯომი ჩართავს საგადახდო სერვისის სპეციალიზირებულ პროვაიდერს (როგორც წესი, საბანკო დაწესებულების ონლაინ ტერმინალს), რომელიც ექსკლუზიურად დაამუშავებს ასეთ პერსონალურ მონაცემებს ონლაინ შესყიდვის პროცესში გადახდის უზრუნველსაყოფად.
აიდიეს ბორჯომი ასევე აგროვებს ანონიმურ მონაცემებს, რომელიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს (აიდიეს ბორჯომი ასეთი მონაცემებით ვერ მოახდენს მოსარგებლის იდენტიფიცირებას). ანონიმური მონაცემები გროვდება და მუშავდება კონსოლიდირებული ფორმით და გამოიყენება მარკეტინგული კვლევების მიზნებისათვის.
მოსარგებლეთა მიერ ვებგვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების გზით აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების სამართლებრივი საფუძველია:
o თანხმობა პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე;
o აიდიეს ბორჯომის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
o აიდიეს ბორჯომის მიმართ არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება;
o აიდიეს ბორჯომის კანონიერი ინტერესები.
ვებგვერდების/მობილური აპლიკაციების მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს შემდეგი მიზნებით:
o აიდიეს ბორჯომის ვებგვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა ანგარიშების შექმნა;
o აიდიეს ბორჯომის ვებგვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა წვდომის უზრუნველყოფა;
o აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთა, ასეთი შეკვეთების მართვა, აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდება - ასეთი არსებობის შემთხვევაში;
o მოსარგებლეთა პრეფერენციების აღმოჩენა, რათა მოხდეს აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ პერსონიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება;
o მოსარგებლეთა საძიებო და საინფორმაციო მოთხოვნებზე პასუხების უზრუნველყოფა აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ;
o აიდიეს ბორჯომის გამოკითხვების, პრომო აქციებისა და ლოიალურობის პროგრამების ჩატარების შესაძლებლობა;
o აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ სიახლეების გამოწერის მართვა;
o აიდიეს ბორჯომის ვებგვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში უკუკავშირის ფორმების გამოყენება;
o ვებგვერდებიდან/მობილური აპლიკაციებიდან ელ. ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარების უზრუნველყოფა;
o აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის მარკეტინგული კვლევების ჩატარება და ტრენდების ანალიზი;
o აიდიეს ბორჯომის ვებგვერდების/მობილური აპლიკაციების ოპერირების გაუმჯობესება;
o აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სიახლეები, ინფორმაცია პრომო აქტივობებზე და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებზე).
o შესაბამისი ფორუმების, ბლოგების, სტატიების და მსგავსი სოციალური პლატფორმების გამართული ფუნქციონირება.
მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება საჭიროა აიდიეს ბორჯომის ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენებისათვის, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის.
ვებგვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში შესასვლელად შესაძლოა არსებობდეს მესამე პირების მიერ მართული სოციალური ქსელების მეშვეობით შესვლის ოფცია (დამოკიდებულია ვებგვერდის/მობილური აპლიკაციის ფუნქციონალზე და შიდა სპეციფიკაციებზე). ასეთი ოფციის გამოყენებით მოსარგებლე ეთანხმება აიდიეს ბორჯომისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გაყოფას იმ მასშტაბით, რაც მოთხოვნილია შესაბამისი სოციალური ქსელის შიდა პარამეტრებით.
აიდიეს ბორჯომი ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა თითოეულ კატეგორიას იმ პერიოდით, რაც საჭიროა შესაბამისი მიზნის მისაღწევად. ამის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემი იშლება (თუ ამ პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ნებისმიერ შემთხვევაში აიდიეს ბორჯომი უფლებამოსილია, შეინახოს პერსონალური მონაცემები იმ პერიოდით, რაც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად მოსარგებლეთა მიმართ, მათთვის აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოსარგებლეთა უფლებები
o პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლება;
o პერსონალური მონაცემების ჩასწორების, განახლების, დამატების უფლება;
o პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებთან და დამუშავების მიზნებთან წვდომის უფლება;
o პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
o მესამე პირთათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შეზღუდვის უფლება;
o პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გახმობის უფლება;
o პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შეზღუდვის უფლება (კანონით დაშვებულ ფარგლებში, შესაბამისი საფუძვლიდან გამომდინარე);
o პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის, წაშლის, განადგურების უფლება (კანონით დაშვებულ ფარგლებში, შესაბამისი საფუძვლიდან გამომდინარე).
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნა ან საჩივარი შეგიძლიათ წარუდგინოთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@borjomi.com ან დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოებს.
პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისათვის
აიდიეს ბორჯომი მესამე პირებს გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ მასშტაბით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების იმ მიზნების მისაღწევად, რომელთა მისაღწევადაც მოხდა აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება თავდაპირველად.
აიდიეს ბორჯომი პერსონალურ მონაცემებს გასცემს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მინიმალური მოცულობითა და პერიოდით, რაც აუცილებელია ასეთი გადაცემისათვის. თუ პერსონალური მონაცემების გადაცემა საჭირო იქნება საზღვარგარეთ, ამის შესახებ აიდიეს ბორჯომი სპეციალურ ამომწურავ ნებართვას აიღებს მომხმარებლისგან. მომხმარებლის მიერ დატოვებულ კომენტარებზე, კომენტარის ავტორის სახელზე და გვარზე (მომხმარებლის მიერ არჩეული ფორმატით) და მომხმარებლის სახელზე (username) წვდომა აქვს ყველას / საჯაროა. მომხმარებელი ამ კომენტარების დაწერა-წაშლას დამოუკიდებლად და ექსკლუზიურად განსაზღვრავს და ეს აიდიეს ბორჯომის დამუშავებად მონაცემებს არ წარმოადგენს, გარდა ვებგვერდზე შენახვის პასიური ქმედებისა.
ვებგვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე ასეთი მომსახურების შეთავაზების გასაუმჯობესებლად და მასზე წვდომისათვის აიდიეს ბორჯომმა შეიძლება გადასცეს პერსონალური მონაცემები:
o აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებულ კომპანიებს;
o აიდიეს ბორჯომის პარტნიორებს;
o აიდიეს ბორჯომის ქვეკონტრაქტორებს;
o მესამე პირებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო ორგანოებს (კანონმდებლობის დანაწესების შესასრულებლად);
o მესამე პირებს აიდიეს ბორჯომის რეორგანიზაციის სამართლებრივი პროცედურის შემთხვევაში და მასთან დაკავშირებით.
აიდიეს ბორჯომი უზრუნველყოფს ყველა საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომის გატარებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისათვის.
„ქუქი“ ფაილების პოლიტიკა
აღნიშნული ვებგვერდი იყენებს „ქუქი“ ფაილებს
ჩვენ (აიდიეს ბორჯომი) ვიყენებთ „ქუქი“ ფაილებს კონტენტისა და რეკლამების პერსონალიზაციისთვის, სოციალური მედიის მახასიათებლების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. აგრეთვე, ჩვენ გიზიარებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენს სოციალურ მედიასთან ერთად ჩვენი ვებ. გვერდის გამოყენების შესახებ, სარეკლამო და ანალიტიკის პარტნიორების შესახებ, რომლებიც შესაძლოა აგროვებდნენ აღნიშნულ ინფორმაციას თქვენს მიერ მიწოდებულ ან მათი სერვისებით სარგებლობის შედეგად მათ მიერ შეგროვებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად.
რა არის „ქუქი“ ფიალები ?
„ქუქი“ მოკლე ტექსტური ფაილებია, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ვებ. გვერდებს იმისათვის, რომ მომხმარებლის გამოცდილება უფრო ეფექტური გახდეს.
კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ „ქუქი“ ფაილები თქვენი მოწყობილობის შესახებ, თუ აღნიშნული აუცილებელია ვებ. გვერდის ფუნქციონირებისათვის. ყველა სხვა ტიპის „ქუქი“ ფაილებისთვის ჩვენ გვჭირდება თქვენი ნებართვა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ აუცილებელი „ქუქი“ ფაილების გამოყენება ან ყველა „ქუქი“ ფაილის გამოყენება მთავარ გვერდზე არსებული პოპ-აპ ბანერიდან.
აღნიშნული საიტი იყენებს სხვადასხვა ტიპის „ქუქი“ ფაილებს - ქვემოთ მოცემულია დეტალური სია. ზოგიერთი „ქუქი“ ფაილი განთავსებულია მესამე მხარის სერვისების გამო, რომელიც თქვენს გვერდზე ჩნდება.
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ან გააუქმოთ თქვენი თანხმობა აღნიშნული გვერდიდან, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ ან წაშალოთ „ქუქი“ ფაილები თქვენი ბრაუზერიდან და ხელახლა ეწვიოთ ვებ. გვერდს, რათა კიდევ ერთხელ აირჩიოთ „ქუქი“ ფაილების გამოყენება.
აუცილებელი „ქუქი“ ფაილები არსებითად მნიშვნელოვანია ვებ. გვერდის სათანადო ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული „ქუქი“ ფაილები უზრუნველყოფენ ვებ. გვერდის ძირითად ფუნქციებს და უსაფრთხოების მახასიათებლებს, ანონიმურად.
ანალიტიკური „ქუქი“ ფაილები გამოიყენება ვიზიტორების ვებ. გვერდთან ურთიერთკავშირის გასაგებად. აღნიშნული „ქუქი“ ფაილები ხელს უწყობენ ინფორმაციის უზრუნველყოფას ვიზიტორების რაოდენობის, ჩართვა-გამორთვის სიხშირის, ტრაფიკის წყაროების საზომის შესახებ და სხვ.
სხვა არაკლასიფიცირებული „ქუქი“ ფაილები ჯერ კიდევ ანალიზის ეტაპს გადიან და არ არიან კლასიფიცირებული კატეგორიებად.