გამორჩეული ქართული გემოები
აირჩიე კუთხე და გაეცანი ქართულ გემოებსა და რეცეპტებს
სულგუნის სალათი
ოსტრი
შილა ქართული ტრიუფელითა და შემწვარი მწყერით
ვირთევზას ფილე უნაგის სოუსში Nero Venere-ს ბრინჯით
ორაგულის ტარტარი ავოკადოთი და პომიდვრის პონზუთი
კრაბი ბერ-ბლანის სოუსში შავი ხიზილალით და ტრიუფელით
რვაფეხა კარტოფილის გრატენით და ჩიპოტლეს სალსათი
ფერადი პომიდვრის სალათა სულგუნის ქისით
ლობიოს კმაზულა
წითელი ბულგარულისა და ისპანახის რავიოლი
ბაურსაკი ცხენის ხორცით და ფუა-გრათი
გიოძა კრევეტებით
იხვი პეკინურად
დორადოს სევიჩე მწვანე აჯიკის სოუსით
არ მოიძებნა
ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ხორციანი აჩმა
ეს ხორციანი აჩმაა, არ არის ლაზანია. არ მაინტერესებს ვინ რას მეტყვის. შეზავებულია ქართული არომატებით, ცომი აჩმისაა, გემოც ქართულია.

ზღვის ლეშა ქინძმარის სოუსით და ისპანახით
საქართველოში უამრავი მდინარე, ტბა, წყალსაცავი და ამასთანავე საკმაოდ დიდი ზღვის სანაპირო ხაზია - თევზეულის მომზადების კულტურა კი მაინც არ გვაქვს. ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი,რომლის ოჯახსაც თევზეულის უამრავი რეცეპტი აქვს წინაპრებისგან შემორჩენილი. მინდა ვუთხრა ამ ადამიანს, რომ ის არის ათასში ერთი და განსაკუთრებული, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები, თევზს საკმარის პატივს არ ვცემთ. ამიტომაც გადავწყვიტე პატივი ვცე თევზეულობას - დღეს მოვამზადებთ შავი ზღვის ლეშას (იგივე შავი ზღვის კარჩხანა), რომელსაც გემრიელი თეთრი ხორცი და სასიამოვნო არომატი აქვს.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად













































