ბრენდ-შეფის იდეალური გემოს საიდუმლო
2 წთ. საკითხავი
ბრენდ-შეფის იდეალური გემოს საიდუმლო

ჩემი მთავარი რჩევაა — მოამზადოთ სიყვარულით, ყველაზე ჩვეულებრივი ინგრედიენტების გამოყენებით. დელიკატესის მიმზადება ყველას შეუძლია, მაგრამ ნამდვილად გემრიელი გახადოს მარტივი და ყოველდღიური კერძი — ეს ისეთი ამოცანაა, რომელსაც ცოტას შეუძლია გაუმკლავდეს.
მრავალ შეფ-მზარეულთან მუშაობის წლების განმავლობაში, ერთი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე: ნებისმიერი კერძის საიდუმლო იმალება ხარისხიანი პროდუქტის სწორად არჩევასა და შერჩევაში.
ავიღოთ, მაგალითად, ჩვეულებრივი სახლური კიტრი-პომიდვრის სალათი. თუთქოს და ამაში რთული არაფერია. მაგრამ, ყველაზე მთავარი შეცდომაა — იყიდო ის, რაც პირველი გხვდება დახლზე ან აირჩიო ის, რაც იაფია. ამის ნაცვლად, შეეცადეთ შეგნებულად მოძებნოთ წვნიანი, ხორციანი პომიდორი და ხრაშუნა, მკვრივი კიტრი. შედეგი იმდენად იდეალური იქნება, რომ თავად გაოცდებით. რა თქმა უნდა, რესტორნის სამზარეულოში ყოველთვის მნიშვნელოვანია იფიქრო თვითღირებულებაზე, მაგრამ სწორი მიდგომით, ყველაფერი შეიძლება შესრულდეს ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილია, ხარისხის შელახვის გარეშე.
ეს რჩევა თანაბრად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პროფესიონალურ სამზარეულოში ამზადებს და მათთვის, ვისაც უბრალოდ სიამოვნებს სახლში საჭმლის მომზადება საყვარელი ადამიანების გასახარებლად. მოამზადეთ მარტივად და აუცილებლად სიყვარულით.
ავტორი:
რუსლან კაპაროვი
კომენტარები





