ჩვენს შესახებ

ბორჯომის გასტროგიდი

Gastroguide.borjomi.com – ეს არის პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო გასტრონომიული პლატფორმა. „ბორჯომი“ 135-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდია, ეს არის მინერალური წყალი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური გემოვნური და ფუნქციური თვისებებით.

გასტროგიდი არის ციფრული სივრცე მათთვის, ვინც აფასებს კულინარიას და ვისაც უყვარს ახალი გასტრონომიული აღმოჩენების გაზიარება.

ავთენტური რეცეპტები, გამორჩეული რესტორნები, შეფ-მზარეულების ინტერვიუები, ექსპერტების რჩევები, გასტრონომიული ღონისძიებები -  პლატფორმა აერთიანებს კულინარიული სამყაროს ყველა იმ კომპონენტს, რაც დაგეხმარებათ საერთაშორისო თუ ადგილობრივი, თანამედროვე თუ ტრადიციული კულინარიული სამყაროს გაცნობაში.

რატომ „ბორჯომი“?

უკვე 135 წელია, რაც „ბორჯომი” სუფრის განუყოფელი ნაწილია. „ბორჯომის“ უნიკალური მინერალური კომპლექსი, მისი გამორჩეული გემოვნური და ფუნქციური თვისებებით, ყოველ შეკრებას განსაკუთრებულს ხდის, სწორედ ამიტომ სადღესასწაულო სუფრები თუ ოჯახური შეკრებები ყოველთვის „ბორჯომით” იწყება.

ეს არის ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების სიმბოლო.

ტრაციდიის ციფრულ სუფრაზე გადმოტანა

გასტროგიდი არის პლატფორმა, რომელსაც „ბორჯომსა“ და კულინარიას შორის არსებული კავშირი ციფრულ სივრცეში გადმოაქვს. გასტროგიდის დახმარებით ვცდილობთ ეს ფილოსოფია ციფრულ სივრცეში წარმოვადგინოთ. ხოლო „ბორჯომის“ მნიშვნელობას გიზიარებთ ისტორიების, კერძების, ადგილებისა და ადამიანების საშუალებით.

არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი მზარეული ხართ თუ მოყვარული. შეიძლება, უბრალოდ ძალიან გიყვართ გემრიელი კერძები - გასტროგიდი თქვენთვის შექმნილი სივრცეა.

აქ შეგიძლიათ შექმნათ პირადი კაბინეტი, ერთ სივრცეში მოაქციოთ თქვენი საყვარელი კერძები თუ რესტორნები, მიიღოთ და გააზიაროთ გამოცდილება, ან უბრალოდ შემოუერთდეთ გასტრონომიის მოყვარულთა დიდ და მზარდ ოჯახს.

გასტროგიდი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღების ადგილი - ეს არის გაზიარების, ძიების და ურთიერთობების სივრცე.

uploads/borjomi-kazbegi-2554-keyeng-aa5f73b3.jpg
uploads/borjomi-kazbegi-2649-fe7d2aa4.jpg
uploads/borjomi-kazbegi-2828-keygeo-14d918dd.jpg
uploads/cr5-9822-66c435e9.jpg
uploads/cr5-9962-98e61b2f.jpg
uploads/-ksk-4400-2f6ce3d4.jpg
uploads/ksk-4013-43a01c2a.jpg

ექსპერტის რჩევები

146 რჩევა