• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

დორადოს სევიჩე მწვანე აჯიკის სოუსით

მსუბუქად დამარინადებული დორადო მანგოს სალსით, ციტრუსოვანი Leche de Tigre-თი, მწვანე აჯიკითა და ლაიმის გელით. ნაზი თევზის ტექსტურას მანგოს მსუბუქი სიტკბო და ციტრუსის სიხალასე ავსებს, ხოლო მწვანე აჯიკა კერძს განსაკუთრებულ არომატსა და ზომიერ სიმწარეს სძენს. ნუშის ემულსია და არომატული ზეთები გემოების ჰარმონიულ ბალანსს ქმნის, რაც კერძს მსუბუქ, გამორჩეულ და მრავალფეროვან ხასიათს ანიჭებს.

დორადოს სევიჩე მწვანე აჯიკის სოუსით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

მარი ეფრემიძე

რეცეპტის ავტორი

მარი ეფრემიძე

დორადოს სევიჩე მწვანე აჯიკის სოუსით

ინგრედიენტები

დორადოს ფილე

130 გრამი

მანგოს სალსა

60 გრამი

Leche de Tigre

80 გრამი

ნუშის ემულსია

10 გრამი

ლაიმის გელი

10 გრამი

ბარდის ყლორტები

3 გრამი

ცხარე ზეთი

5 გრამი

მწვანე ზეთი

5 გრამი

წითელი სორელი

2 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

თევზის ბულიონისთვის ბოსტნეული და ციტრუსი დავჭრათ, დავამატოთ თევზის ძვლები და წყალი. წამოვადუღოთ, მოვხადოთ ქაფი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ 2–3 საათი. შემდეგ გადავწუროთ და გავაციოთ

საფეხური

droplet

2

chef

Leche de Tigre-სთვის დაბლანშირებული დორადო დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დავაბლენდეროთ. ზეითუნის ზეთი ნელ-ნელა დავამატოთ, სანამ ერთგვაროვან ემულსიას არ მივიღებთ. მანგოს სალსისთვის ავოკადო, მანგო, პომიდორი, ხახვი და ბულგარული პატარა კუბებად დავჭრათ, დავუმატოთ დარჩენილი ინგრედიენტები და ფრთხილად ავურიოთ

საფეხური

droplet

3

chef

ლაიმის გელისთვის ლაიმის წვენი, ჯანჯაფილი, წყალი და შაქარი გავაცხელოთ. დავამატოთ აგარ-აგარი, კარგად წამოვადუღოთ, გავაციოთ და გამაგრების შემდეგ დავაბლენდეროთ. ნუშის ემულსიისთვის ნუშის რძე და მარილი დავაბლენდეროთ და მზესუმზირის ზეთი წვრილი ნაკადით შევიტანოთ

საფეხური

droplet

4

chef

მწვანე ზეთისთვის ოხრახუში მოკლედ დავბლანშიროთ, ზეთთან ერთად დავაბლენდეროთ, გადავწუროთ და გავაციოთ.  დორადო თხელ ნაჭრებად დავჭრათ და Leche de Tigre-ში 3–4 წუთით დავამარინადოთ.
8. თეფშის ცენტრში მოვათავსოთ მანგოს სალსა, გარშემო დავასხათ სოუსი და ზემოდან დავალაგოთ დორადო

სერვირება

droplet

5

chef

დავასრულოთ ლაიმის გელით, ნუშის ემულსიით, მწვანე და ცხარე ზეთით, ბარდის ყლორტებითა და წითელი სორელით

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by