• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

ბრიოში შებოლილი ორაგულით, პაშოტის კვერცხითა და ჰოლანდეზის ქაფით

ბრანჩის კლასიკური კომბინაციის თანამედროვე ინტერპრეტაცია — რბილი ბრიოში, შებოლილი ორაგული, პაშოტის კვერცხი და ჰოლანდეზის ნაზი ქაფი, პარმეზანითა და მწვანე ხახვით. შებოლილი ორაგულის გამოკვეთილი გემო და კვერცხის ნაზი ტექსტურა ჰოლანდეზის კრემოვან ქაფს ერწყმის, ხოლო პარმეზანი და მწვანე ხახვი კერძს დამატებით არომატსა და სიღრმეს სძენს. საუზმისა და ბრანჩისთვის შექმნილი ეს კომბინაცია კლასიკურ გემოებს თანამედროვე ფორმით აერთიანებს.

ბრიოში შებოლილი ორაგულით, პაშოტის კვერცხითა და ჰოლანდეზის ქაფით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

რთული

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი მსხალი
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მსხალი

გიორგი კობახიძე

რეცეპტის ავტორი

გიორგი კობახიძე

ბრიოში შებოლილი ორაგულით, პაშოტის კვერცხითა და ჰოლანდეზის ქაფით

ინგრედიენტები

ბრიოში

100 გრამი

შეზავებული კრემ-ყველი

60 გრამი

შებოლილი ორაგული

80 გრამი

პაშოტის კვერცხი

2 ცალი

ჰოლანდეზის ქაფი

40 გრამი

პარმეზანი

10 გრამი

მწვანე ხახვი

3 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

კრემ-ყველი, ფორთოხლის ცედრა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი კარგად ავურიოთ.

საფეხური

droplet

2

chef

ჰოლანდეზისთვის ქვაბში მოვათავსოთ წითელი ხახვი, ძმარი, წყალი და მარილი. წამოვადუღოთ და გადავწუროთ.

საფეხური

droplet

3

chef

მიღებულ სითხეს დავუმატოთ ლიმონის წვენი, კარაქი და კვერცხის გული, მოვათავსოთ ვაკუუმის პაკეტში და მოვამზადოთ სუვიდში 75°C-ზე 36 წუთის განმავლობაში.მასა გადავიტანოთ სიფონში და გამოვიყენოთ 2 N₂O კარტრიჯი, თითოეულის შემდეგ კარგად შევანჯღრიოთ.

სერვირება

droplet

4

chef

ბრიოშზე გადავუსვათ შეზავებული კრემ-ყველი, ზემოდან დავალაგოთ შებოლილი ორაგული და პაშოტის კვერცხი.
დავასრულოთ ჰოლანდეზის ქაფით, პარმეზანითა და მწვანე ხახვით.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by