• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

ფერადი პომიდვრის სალათა სულგუნის ქისით

ქართული ბუნების ხასიათი და სეზონური სიუხვე ერთ თეფშზე. ჯონჯოლისა და ღანძილის პიკანტური პესტო ხასხასა ჩერის პომიდორთან, ბროწეულსა და ნაზ ბურატასთან ერთად ქმნის ცოცხალი გემოებისა და მრავალფეროვანი ტექსტურების ბალანსს. ლიმონისა და ზეთის მსუბუქი დრესინგი კერძს სიხალასეს მატებს, ხოლო ბალზამიკოს გლასა და მწვანე ზეთი გემოს დამატებით სიღრმეს ქმნის.

ნაცნობი ქართული ინგრედიენტები აქ თანამედროვე და დახვეწილი ინტერპრეტაციით ერთიანდება.

ფერადი პომიდვრის სალათა სულგუნის ქისით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

აპეტაიზერი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ბაქარ ბოლქვაძე

რეცეპტის ავტორი

ბაქარ ბოლქვაძე

ფერადი პომიდვრის სალათა სულგუნის ქისით

ინგრედიენტები

ფერადი ჩერი პომიდორი

150 გრამი

სალათის ფოთლების მიქსი

120 გრამი

ჯონჯოლისა და ღანძილის პესტო

50 გრამი

ლიმონისა და ზეთის დრესინგი

10 გრამი

დამწნილებული ჯონჯოლი

10 გრამი

მდოგვი

5 გრამი

წითელი ხახვი

10 გრამი

ბროწეული

10 გრამი

ბურატა

1 ცალი

ბალზამიკოს გლასა

10 გრამი

შავი პილპილი

1 გრამი

მწვანე ზეთი

10 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ფოთლების მიქსში ვურევთ ჯონჯოლის და ღანძილის პესტოს, წითელ ხახვს, ლიმონს, და ზეთს, კარგად აურევთ და გადმოგვაქვს თეფშზე. 

საფეხური

droplet

2

chef

ზემოდან ვაყრით ფერად ჩერი პომიდორს, შუაში ვდებთ ბურატას და ირგვლივ ვაყრით ბროწეულს და ჯონჯოლს, ასევე ბალზამიკოს გლასას ვასხამთ ირგვლივ.

სერვირება

droplet

3

chef

ბურატაზე ვასხამთ მწვანე ზეთს და ვაყრით შავ პილპილს, ვაფორმებთ მიკრო ფოთლით.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by