• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

სულგუნის სალათი

ყველის სალათა რესტორნის კულინარიული ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა. კერძი მეგრული და იტალიური კულინარიული ტრადიციების ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს: ერთი მხრივ, ტექსტურითა და არომატებით მეგრულ გადაზელილ გებჟალიას მოგვაგონებს, ხოლო მეორე მხრივ - იტალიური კაპრეზეს სიმსუბუქესა და ცოცხალ გემოს.

შედეგი არის კერძი, რომელიც ორ განსხვავებულ კულინარიულ კულტურას ბუნებრივად აერთიანებს და რესტორნის ოჯახურ ისტორიას გასტრონომიული ენით გვიყვება

სულგუნის სალათი

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

სულგუნის სალათი

ინგრედიენტები

სულგუნი

250 გრამი

ნაღები

100 გრამი

პიტნა

50 გრამი

ოხრახუში

0.04 გრამი

ქინძი

0.03 გრამი

ნიორი

0.01 გრამი

მწვანე წიწაკა

0.05 გრამი

მარილი

1 გემოვნებით

საფეხური

droplet

1

chef

 ცხელ წყალში კარგად გადავზილოთ წვრილად დაჭრილი სულგუნი და მივცეთ სასურველი ფორმა. 

საფეხური

droplet

2

chef

ოდნავ შევაგრილოთ, გავაბრტყელოთ, გულში ჩავუდოთ პიტნის აჯიკა, მოვუკრათ თავი და ჩავდოთ თასში 0.100 გრამი ნაღების და 0.050 გრამი პიტნის ნაზავში. 

საფეხური

droplet

3

chef

პიტნის აჯიკის მოსამზადებლად დავნაყოთ ყველაფერი ერთად: 0.100 გრამი პიტნა, 0.040 გრამი ოხრახუში, 0.030 გრამი ქინძი, ნიორი 0.010, მწვანე წიწაკა 0.050, მარილი გემოვნებით. სასურველი მასის მიღების შემდეგ, გავაზავოთ ზეთში საშუალო სისქის მიღებამდე. პომიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ რგოლებად. 

საფეხური

droplet

4

chef

თეფშზე გადავიტანოთ პიტნის აჯიკა და დავაწყოთ დაჭრილი პომიდორი.  ამოყვანილი სულგუნი გადავიტანოთ თეფშზე და მოვასხათ ნაღების დარჩენილი მასა. 

სერვირება

droplet

5

chef

 პომიდორს მოვაყაროთ მარილი, გასაფორმებლად გამოვიყენოთ ნიგოზი და ნედლი პიტნა.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by