ქართული სამზარეულო — უბრალოების, სანელებლებისა და თბილი ატმოსფეროს ბალანსი.

2 წთ. საკითხავი

ქართული სამზარეულო — უბრალოების, სანელებლებისა და თბილი ატმოსფეროს ბალანსი.

2 წთ. საკითხავი

ქართული სამზარეულო — უბრალოების, სანელებლებისა და თბილი ატმოსფეროს ბალანსი.
uploads/-carousel-1-6328f847.webp
uploads/-carousel-2-5e67ee3d.webp
uploads/-carousel-3-51b26563.webp
uploads/-carousel-4-96436259.webp

ხორცისთვის ტრადიციულად გამოიყენება უფრო გაჯერებული და თბილი საკმაზები: ხმელი სუნელი, შავი წიწაკა, ძირა, პაპრიკა. საქონლის ხორცი კარგად იხსნება ქინძთან და ნიორთან ერთად, ხოლო ცხვრის ხორცი —  ძირასა და ქინძთან ერთად, რომლებიც აშორებს  ზედმეტ სიმძიმეს და  სიახლეს უმატებს. ფრინველის ხორცი, თავის მხრივ, ჩინებულად ეხამება შედარებით რბილ და არომატულ ნოტებს —  ნიორი, ქინძი, მწიკვი პაპრიკა, აგრეთვე ნაღებისა და ნიგვზის სოუსს.

ცალკე ყურადღება უნდა დავუთმოთ სოუსებს: ტყემალი, საწებელი, აჯიკა - ეს უბრალო დამატება კი არ გახლავთ, არამედ გემოს სრულფასოვანი ელემენტია. ტკბილ-მჟავე და სუნელების აქცენტი ეხმარება ცხიმიანობის დაბალანსებაში,  სიხასხასის დამატებაში და კერძს უფრო «ცოცხალს»  ხდის.

და მთავარი პრინციპი — არ შეგეშინდეს უბრალოების. ქართულ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება ხელმისაწვდომი პროდუქტები, თუმცა სპეციებისა და ტექსტურების სწორი შეხამების წყალობით ისინი სრულიად ახლებურად იხსნებიან. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ძალა:  ცოდნაში თუ როგორ შევქმნათ გაჯერებული, ღრმა და დასამახსოვრებელი გემო უბრალოსგან.

ავტორი:

ნიკიტა ერემეევ

კომენტარები