• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

ლობიოს კმაზულა

 „ლობიოს კმაზულა“ ქართული სამზარეულოს ტრადიციული გემოებით შთაგონებული კერძია, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ კომპონენტს აერთიანებს. ნელა მოხარშულ ლობიოს ხახვისა და ნიგვზის არომატული მასა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა, ნიორი და დარიჩინის მსუბუქი ნოტები განსაკუთრებულ სიღრმეს სძენს.

კერძს ახლავს ჯონჯოლი ხახვითა და ქინძით, რომელიც ლობიოს მდიდარ გემოს სასიამოვნო სიმჟავით აბალანსებს, ასევე ნიგვზიანი აჯიკა, რომელიც დამატებით სიმკვეთრესა და არომატს მატებს. მთავარი კომპონენტი კი „მუჭა-მუჭაა“ — ჭადის და პურის ფქვილის ცომში გაერთიანებული იმერული ყველი და სულგუნი, რომელიც კერძს ნოყიერ და შინაურ ხასიათს სძენს.

 

ლობიოს კმაზულა

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

აპეტაიზერი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ანა ანჩაბაძე

რეცეპტის ავტორი

ანა ანჩაბაძე

ლობიოს კმაზულა

ინგრედიენტები

მოხარშული ლობიო

180 გრამი

ხახვი

40 გრამი

ნიგოზი

25 გრამი

ჯონჯოლი

50 გრამი

ქინძი

5 გრამი

ზეთი

15 გრამი

აჯიკა

40 გრამი

ჭადის ფქვილი

30 გრამი

პურის ფქვილი

20 გრამი

კვერცხი

1 ცალი

იმერული ყველი

40 გრამი

სულგუნი

40 გრამი

ტომატ-პასტა

10 გრამი

Ნიორი

5 გრამი

უცხო სუნელი

2 გრამი

ხმელი ქინძი

2 გრამი

დაღერღილი წიწაკა

1 გრამი

შავი პილპილი

1 გრამი

დარიჩინი

0.5 გრამი

ყვითელი ყვავილი

1 გრამი

ძმარი

5 გრამი

მარილი

1 გემოვნებით

საფეხური

droplet

1

chef

 ლობიო მოვხარშოთ. ცალკე მოვშუშოთ ხახვი და დავუმატოთ ნიგოზი, უცხო სუნელი ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა, შავი პილპილი, ნიორი  დარიჩინი და  მარილი. ყველაფერი კარგად შევაზავოთ და მოხარშულ ლობიოს შევურიოთ

საფეხური

droplet

2

chef

 ჯონჯოლი შევაზავოთ ალყა-ალყად დაჭრილ ხახვთან და დაჭრილ ქინძთან ერთად. მოვასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ.

საფეხური

droplet

3

chef

 ხახვი მოვშუშოთ, დავუმატოთ ცოტა ტომატ პასტა  და მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით და   ძმარი და მივიღოთ სასურველი გემო   ყველაფერი კარგად ავურიოთ და შევაზავოთ

სერვირება

droplet

4

chef

 ჭადის ფქვილსა და პურის ფქვილს შევურიოთ კვერცხი და მოვამზადოთ ცომი. დავამატოთ იმერული ყველი და სულგუნი, კარგად შევაზილოთ და მივცეთ სასურველი ფორმა შემდეგ გამოვაცხოთ/მოვამზადოთ სრულ მზადყოფნამდე

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by