პროდუქტის ახლებურად გამოყენება: ბორჯომის გამოყენება თანამედროვე ევროპულ სამზარეულოში
3 წთ. საკითხავი
პროდუქტის ახლებურად გამოყენება: ბორჯომის გამოყენება თანამედროვე ევროპულ სამზარეულოში

ჩემს საქმიანობაში ხშირად ვეძებ ახლებურ გემოებს ჩვეულ პროდუქტებში და ჩემს სამზარეულოში ერთ-ერთი ასეთი შეუცვლელი ინგრედიენტია ბორჯომის მინერალური წყალი.
მისი ბუნებრივი მინელარიზაცია, მარილიანი პროფილი და მსუბუქი გაზიანობა სრულიად სხვა შესაძლებლობებს ხსნის კულინარიაში. მე ვიყენებ ბორჯომს არა როგორც კერძის თანმდევს, არამედ როგორც სრულფასოვან გასტრონომიულ ინსტრუმენტს.
მაგალითად, მარინადებში ის მუშაობს სხვაგვარად, ვიდრე უბრალო წყალი: მინერალები ეხმარება ხორცის ან თევზის ტექსტურის დელიკატურად დარბილებას, წვნიანობის შენარჩუნებით და არ ფარავს პროდუქტის ბუნებრივ გემოს. ცალკეული მიმართულებაა — ბოსტნეულთან და სეზონურ პროდუქტებთან მუშაობა. მინერალური წყალი საშუალებს იძლევა ხაზი გაუსვა მათ ბუნებრივ სიტკბოსა და სიახლეს, ქმნის რა ბალანსს ზედმეტი ცხიმიანობისა ან შაქრის გარეშე.
ჩემთვის ბორჯომი — მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვეული სასმელი გახდეს თანამედროვე გასტრონომიის ნაწილი. ყველაფერი დამოკიდებულია მიდგომაზე: თუ ინგრედიენტებს ფართოდ შევხედავთ, ისინი იწყებენ მუშაობას ტექსტურის, სტრუქტურისა და შემდგომი გემოს დონეზე.
სწორედ ამგვარი ექსპერიმენტების შედეგად იბადება კერძები, რომლებშიც გემო ემყარება არა რეცეპტის გართულებას, არამედ სიზუსტესა და იდეალურ ბალანსს
ავტორი:
ალექსანდ სოლიანიკოვ
კომენტარები





