გამორჩეული ქართული გემოები
აირჩიე კუთხე და გაეცანი ქართულ გემოებსა და რეცეპტებს
სულგუნის სალათი
ოსტრი
შილა ქართული ტრიუფელითა და შემწვარი მწყერით
ვირთევზას ფილე უნაგის სოუსში Nero Venere-ს ბრინჯით
ორაგულის ტარტარი ავოკადოთი და პომიდვრის პონზუთი
კრაბი ბერ-ბლანის სოუსში შავი ხიზილალით და ტრიუფელით
რვაფეხა კარტოფილის გრატენით და ჩიპოტლეს სალსათი
ფერადი პომიდვრის სალათა სულგუნის ქისით
ლობიოს კმაზულა
წითელი ბულგარულისა და ისპანახის რავიოლი
ბაურსაკი ცხენის ხორცით და ფუა-გრათი
გიოძა კრევეტებით
იხვი პეკინურად
დორადოს სევიჩე მწვანე აჯიკის სოუსით
არ მოიძებნა
ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ძროხის სუკი ლუდით და ყავით
თანამედროვე გასტრონომია და კულინარია აქტიურად ეფუძნება და იყენებს სამეცნიერო პრონციპებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეცნიერების აპლიკაცია განსხვავებული წარმოშობის პროდუქტებისგან, არაკონვენციონალური შეხამებების შექმნაა.ეს მოიცავს ინგრიდიენტების ორგანული ქიმიის თვალით განხილვას, მათ მარტივ მამრავლებად დაშლას და მათი ნახშიწყალბადოვანი კომპონენტების შესწავლას.მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ორ განსხვავებულ ინგრიდიენტში, მაგალითად ყაბვში და ძროხის ხორცში საკმარისი ერთნაირი არომატული ნაერთი და კომპონენტია, იმაზე მიგვითითებს, რომ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს მოუხდება.მიიჩნევა, რომ თუ ორ ინგრიდიენტში ემთხვევა 20-22 ნაერთზე მეტი, ისინი ერთმანეთს უხდება, მაგალითად ლუდს, ყავას, და ძროხის ხორცს 26 ერთნაირი ორგანული ნაერთი აქვთ, რაც გვაძლევს იმის საბაბს, რომ ამ კერძის გაკეთება ვცადოთ. შედეგი კი, აუცილებლად გაგაოცებთ თავისი განსაკუთრებული გემოთი. :)

კუპატი
კუპატი ქართული ძეხვის ყველაზე პოპულარული სახეობაა. კლასიკური ვარიანტი ხორცის სუბპროდუქტებისგან კეთდება და დასავლეთ საქართველოს კულინარიის დაუვიწყარი ნაწილია. თუმცა რატომ არ შეიძლება კუპატი მომზადდეს არა შიგნეულობით, არამედ უმაღლესი ხარისხის ხორცით და დაემატოს ყველი? გთავაზობთ კუპატის თანამედროვე ვარიანტს ყველით.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად













































