გამორჩეული ქართული გემოები
აირჩიე კუთხე და გაეცანი ქართულ გემოებსა და რეცეპტებს
კარააგე — იაპონური შემწვარი ქათამი
იხვი პეკინურად— მორთმევა შეფ-მზარეულისაგან
ბაირამ ოში — ტაშკენტის სადღესასწაულო ფლავი
აჭარული ხაჭაპური
ბატკნის კარე ტრიუფელის დემი-გლასით და ტომატის მარმელადით
კარამელიზებული ფუა-გრას ღვიძლი ტყის კენკრის სოუსში
სპრინგროლები კრევეტებით
ოჯახური — ქართული ოჯახური კერძია
რავიოლი ბოლონეზე
თურქული სიბასი სოტე ლიმონის სოუსით
სიბასი გრილზე გამომცხვარი წიწაკის სოუსით
ფერმის წიწილა მწვანე სალათით და აჯიკით
შივიტ ოში
სპაგეტი ცისფერი კრაბით და კრევეტებით
არ მოიძებნა
ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

სიბასი (ქორჭილა) ჯონჯოლით და ისპანახით
მიყვარს ზღვის პროდუქტი, მითუმეტეს ისეთი ზღვის პროდუქტი, რომელიც შავ ზღვაშია, მაგრამ, რატომღაც, მასზე არავინ თევზაობს. ვამბობ არავინ, თუმცა ვგულლისხმობ ქართველებს, თორემ თურქები მშვენივრად თევზაობენ ზღვის ქორჭილაზეც, ლეშაზე და სარღანზე. ხოდა, ითევზვეს თურქებმა სიბასზე, გამოუშვეს საქართველოში, ჩვენ კი ვიყიდეთ და ვაკეთებთ კერძს.

ატრია კონ კარნე
ამ კერძის შექმნას საფუძვლად უდევს დავა ჩემსა და ჩემს იტალიელ მზარეულ მეგობარს შორის. ქართული ატრია არაფრითაა ნაკლები იტალიურ პასტაზე. ამბავი იმით გაგრძელდა, რომ დაიდო ინტერნაციონალური სანაძლეო, იტალიელის პასტა უფრო გემრიელი იქნებოდა თუ ქართული ატრია. დავას განსჯიდნენ საერთო მეგობრები. მომზადებისთვის ორი დღე გვქონდა. შედეგად, იტალია საქართველოსთან დამარცხდა.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად













































