გამორჩეული ქართული გემოები
აირჩიე კუთხე და გაეცანი ქართულ გემოებსა და რეცეპტებს
სულგუნის სალათი
ოსტრი
შილა ქართული ტრიუფელითა და შემწვარი მწყერით
ვირთევზას ფილე უნაგის სოუსში Nero Venere-ს ბრინჯით
ორაგულის ტარტარი ავოკადოთი და პომიდვრის პონზუთი
კრაბი ბერ-ბლანის სოუსში შავი ხიზილალით და ტრიუფელით
რვაფეხა კარტოფილის გრატენით და ჩიპოტლეს სალსათი
ფერადი პომიდვრის სალათა სულგუნის ქისით
ლობიოს კმაზულა
წითელი ბულგარულისა და ისპანახის რავიოლი
ბაურსაკი ცხენის ხორცით და ფუა-გრათი
გიოძა კრევეტებით
იხვი პეკინურად
დორადოს სევიჩე მწვანე აჯიკის სოუსით
არ მოიძებნა
ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

რაჭული ლობიოს წვნიანი
როგორც უმეტესობა რაჭული ლობიოს კერძი, რაჭული ლობიოს წვნიანიც მყარად დგას რაჭული ლორის მხრებზე. რაჭული ლორი ქართული ლორების სიამაყეა, ჩვენი ხამონი, ჩვენი პროშუტო, ჩვენი დამარილებული ხორცის არომატი. მიკვირს, რატომ არ იყიდება მაღაზიებში. ამ კონკრეტული ლორის წარმომავლობა სოფელი სადმელიდანაა. იქვე ჩნდება კითხვა, რატომ ეს რეცეპტი, რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული? ის, რომ ამბროლაურის ცენტრში მყოფ სასადილოში ვჭამე და ადგილზევე მივხვდი, რომ ამ კერძის რეცეპტის გარეშე ცხოვრება ბევრად უინტერესო იქნებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რეცეპტი მზარეულს ორ საათიანი წვალების შედეგად გამოვძალე და ახლა მინდა, რომ გააკეთოთ და თქვენით იგემოთ ეს ამბროლაურული საოცრება.

ლობიანი
ეს ცომი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მარტივი და თანაც სამარხვო. კომერციული საფუარის გაჩენამდე იყენებდნენ ველურ საფუარს, რომელიც მრავლად იყო ქლიავის ნაყოფის გარსზე. თავდაპირველად, ლობიოს მოშენება ჯავახეთში დაიწყეს, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ლობიანი არა რაჭული, არამედ ჯავახური კერძია.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად













































