Search
ან
მესხური ქადის რეცეპტი
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ
ინგრედიენტები
ქადის შიგთავსი
100 100 გრ. ფქვილი
50 50 გრ. კარაქი
2 2 გრ. მარილი
50 50 გრ. შაქარი
ქადის ცომი
1 1 კგ. ფქვილი
600 600 გრ. წყალი
7 7 გრ. საფუარი
10 10 გრ. მარილი
საფეხური 1
კარაქს ვალღობთ ტაფაზე და ვამატებთ ფქვილს და ვშუშავთ. როდესაც შეგრილდება მასა ვუმატებთ შაქარს და ცოტა მარილს.
საფეხური 2
ცომის მოსამზადებლად,მოვათავსოთ ჯამში ფქვილი და საფუარი,შემდეგ ნელთბილი წყლი დავასხათ და მოვზილოთ. როდესაც ცომი ერთგაროვანი მასა გახდება,ვუმატებთ მარილს
საფეხური 3
დავაყოვნოთ ერთი საათით და მოვჭრათ სასურველი ზომის გუნდებად.
საფეხური 4
15 წუთით დავასვენოთ ჩვენი გუნდები და გავაბრტყელოთ უხლავის დახმარებით, ცომი უნდა გახდეს სიფრიფანა. შემდეგ გადავუსვათ გამდნარი კარაქი ან ერბო, გადავკეცოთ წიგნის ფორმაზე.
საფეხური 5
ფორმის მიღების შემდეგ დავიხვიოთ ხელზე და შუაში დარჩენილ სივრცეში მოვათავსოთ გულსართი, მოვუკრათ თავი და გავაბტყელოთ.
საფეხური 6
ღუმელში გამოვაცხოთ 20 წუთით, 220 გრადუსზე.
საფეხური 7
ჩვენს გამომცხვარ მესხურ ქადას თავზე წავუსვათ 1 ათქვეფილი კვერცხი ფუნჯით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!