შევურიოთ ერთმანეთს ნივრის ფხვნილი, კაიენის წიწაკა, წითელი წიწაკა, პაპრიკა, მდოგვის ფხვნილი, შავი წიწაკა და მარილი. ეს ნაზავი წავუსვათ ღორის ნეკნებს ყველა მხრიდან. დავალაგოთ ფოლგაზე, ჩავასხათ ლუდი და შევფუთოთ. მოვათავსოთ ღუმელში 2 საათით 160 გრადუს ტემპერატურაზე.
საფეხური 2
მოვამზადოთ ბარბექიუ სოუსი: დავჭრათ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, მოვბრაწოთ ქვაბში ცოტაოდენ ზეთთან ერთად, დავამატოთ შაქარი (ყავისფერი), თაფლი, მდოგვი, კეტჩუპი და ვორჩესტერის სოუსი. მას შემდეგ რაც ნაზავი ადუღდება, გამოვრთოთ და გავწუროთ.
საფეხური 3
მომზადებული ნეკნები გადმოვიღოთ ტაფაზე, წავუსვათ ბარბექიუ სოუსი და ისევ დავაბრუნოთ ღუმელში 15-20 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე.