Search
ან
ბოსტნეულის ტარტი
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

“მიყვარს სიახლეები, სირთულეებთან გამკლავება და მაბედნიერებს ახალი წამოწყების გამოსვლით მიღებული კმაყოფილების შეგრძნება.
პროფესიით მარკეტერი ვარ, ყველაზე საყვარელი ჰობი კი მაქვს ორი - იოგა და კულინარია. იოგა ჩემი საქმიანობის ნაწილი იყო 1 წლის მანძილზე, კულინარიას ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოყვარულის სტატუსს ვუტოვებ. 
მიყვარს ბალანსი ცხოვრებაშიც, ადამიანებთან ურთიერთობაშიც და კულინარიაშიც. მაბედნიერებს კერძში ბევრი ფერის დანახვა, გონებაში სხვადასხვა პროდუქტს ვაკავშირებ ხოლმე ერთმანეთთან და მსიამოვნებს, როცა გემო წარმოსახვითს ემთხვევა. ნებისმიერ დროს შემიძლია მოვამზადო ლანჩი სამსახურში წასაღებად, ან ახლობლების გასამასპინძლებლად. მზარეულობა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა ახალი აღმოჩენების ტკბობით. 
ისიამოვნეთ საკუთარი შეგრძნებებით და იკვებეთ სიამოვნებით #eatmorecolors”. - ნინო შარიფაშვილი 

ინგრედიენტები
500 500 გრ. ფენოვანი ცომი
200 200 გრ. არაჟანი (15%)
100 100 გრ. სულგუნი
2 2 ცალი ბადრიჯანი
2 2 ცალი ყაბაყი
4 4 ცალი სტაფილო
1 1 ცალი ტკბილი კარტოფილი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი ფერადი წიწაკა
2 2 ჩაის კოვზი სანელებლების ნაზავი (ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ქინძი)
საფეხური 1
მზა ცომის გამოყენების შემთხვევაში, წინასწარ გამოიღეთ საყინულიდან, რომ გალღვეს. ბოსტნეული დაჭერით სათლელით, ძალიან თხლად.
საფეხური 2
არაჟანს დაუმატეთ გახეხილი ყველი, სანელებლები, მარილი და ფერადი წიწაკა გემოვნებით. საცხობ ყალიბს წაუსვით ზეთი, ცომი რომ არ მიეკრას. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ ფორმაში და ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ.
საფეხური 3
მოათავსეთ არაჟნის სოუსი ცომზე და წრიულად, მონაცვლეობით დაალაგეთ დათლილი ბოსტნეული. ფუნჯით მოუსვით მცირე რაოდენობით ზეთი, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 200° გახურებულ ღუმელში 30 წუთით, შემდეგ მოხსენით ფოლგა და გააჩერეთ კიდევ დაახლოებით 10-15 წუთი.
საფეხური 4
გამოცხობის დრო, მაინც ღუმელზეა დამოკიდებული და თავად აკონტროლეთ. ცოტა შეაგრილეთ, დაჭერით და გემრიელად მიირთვით.
საფეხური 5
რჩევა: ბოსტნეული თუ დაგრჩათ, არ გადაყაროთ - მოშუშეთ და დამატებითი კერძიც გექნებათ.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!