Search
ან
მარილში გამომცხვარი დორადო ადესის სოუსით
30-60 წუთი
რთული
მსუბუქი
201-500 კკალ

“გასტრონომიული სფეროს შესწავლის სურვილი პირველად 15 წლის ასაკში გამიჩნდა. პირველი სამსახური ამ სფეროში იყო რესტორანი “მარკო პოლო”, შემდეგი იყო “cafe flowers”, “წისქვილი”. 2014 წელს მიმიწვიეს ტაილანდში ქართული რესტორნის გახსნაზე, სადაც 6 თვე ვიმუშავე. ტაილანდიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დავიწყე სასტუმრო “ტიფლის პალასში”, რესპუბლიკა 24”-ში და ამჟამად ვარ რესტორანი “ბარბარესთან“-ის შეფ მზარეული” - გიორგი არაბული 

ინგრედიენტები
400 400 გრ. დორადო
0,6 0,6 გრ. მარილი
5 5 გრ. როზმარინი
50 50 გრ. სატაცური
70 70 გრ. ლიმონი
10 10 გრ. თაფლი
1 1 ცალი ხახვი
100 100 გრ. ყურძენი ადესა
30 30 გრ. კარაქი
5 5 გრ. ისპანახი
30 30 გრ. თეთრი ღვინო
საფეხური 1
დორადოს მუცელში მოვათავსოთ ცოცხალი როზმარინი და ვეცადოთ მუცელი ისე დავუხუროთ, რომ მარილი არ მოხვდეს.
საფეხური 2
საცხობ ფირფიტაზე დავყაროთ დაახლოები 200 გრამი მარილი, დავდოთ თევზი და დავაყაროთ დარჩენილი მარილი ზემოდან, ისე რომ თევზი დაიფაროს. მოვათავსოთ ღუმელში 220 გრადუსზე.
საფეხური 3
სოუსის მოსამზადებლად გავაცხელოთ ქვაბი, დავასხათ კონიაკი და ცეცხლი მოვუკიდოთ, დავუმატოთ კარაქი, ხახვი და თეთრი ღვინო. ხახვი მოვთუშოთ 2-3 წუთი, დავასხათ წინასწარ დაბლენდერებული ადესა, შევანელოთ ლიმონით და ცოტა თაფლით, მარილი გემოვნებით. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ მასა გადავწუროთ საწურზე და დავუმატოთ იმდენი კარაქი რომ სოუსი ბლანტი გახდეს. სოუსი უნდა იყოს მომჟავო-მოტკბო გემოსი. სატაცური მოვშუშოთ ნიორში და თეთრ ღვინოში.
საფეხური 4
ლიმონის ღრუბლის მოსამზადებლად ლიმონის წვენი დავაბალანსოთ წყლით და ცოტა ჯანჯაფილით. 500 გრამ წვენზე დაგვჭირდება 4 გრამი ლეციტინი. ხელის ბლენდერით ამოვიყვანთ ღრუბელს. ისპანახის ჩიფსს ვამზადებთ ცხელ ზეთში.

სერვირება

მარილში გამომცხვარ დორადოს მარილი უნდა მოვაცილოთ ისე, რომ ფილე არ გავამარილიანოთ. გავტეხავთ მარილს და გავაცალკევებთ ფილეს, გადავიტანთ თეფშზე, დავუდებთ შემწვარ სატაცურს, ისპანახის ჩიფსს, სადაც ჩავდებთ ლიმონის ღრუბელს. მოვასხამთ ადესის სოუსს, გავაფორმებთ კანგაცლილი ადესის მარცვლებით და ბარდის მიკრო მწვანილით.

თეგები