კარამელი:
ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე და გამოყენებამდე შეინახეთ ცხლად.
შაქრისა და წყლისგან მოამზადეთ კარამელი. შეაჩერეთ კარამელიზაციის პროცესი ცხელი ნაღების დამატებით. აურიეთ.
კარამელის მუსი:
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში და დავტოვოთ.
ნაღებიან კარამელს, რომელიც უკვე გავაკეთეთ, დავუმატოთ დარიჩინი და შევათბოთ. ნაზავს დავუმატოთ კვერცხი და შაქარი და დავაბრუნოთ ყველა ერთად ღრმა თასში, სისტემატიური მორევით მივიყვანოთ 83 გრადუსზე, გავაკეთოთ ინგლისური კრემი. ცეცხლიდან რომ გადმოვდგამთ, გადავიტანოთ სუფთა ჭურჭელში, რომ დუღილის პროცესი შეჩერდეს და დავუმატოთ გაწურული ჟელატინი. ავთქვიფოთ ბლენდერით. გავაგრილოთ 25 გრადუსამდე და შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.
მიღებული მასა მოვათავსოთ შოკოლადის ბისკვიტზე. გავანაწილოთ და დავადოთ მეორე შოკოლადის ბისკვიტი. დავაწვეთ ზემოდან.
შევინახოთ ტორტი მაცივარში.