Search
ან
5 ჯანსაღი ჩვევა ახალ წელს

ახალი წლის პირველი კვირა იდეალური დროა მიზნების დასახვისთვის და მათი განხორციელების გზების ძიებისთვის. თუ თქვენს გეგმებში ახალი, ჯანსაღი ჩვევების შეძენაც შედის, ვფიქრობ, ეს რჩევები დაგეხმარებათ. Რა არის ჩვევა - ეს ქმედებაა, რომელსაც ჩვენი სხეული ავტომატურად იმეორებს ყოველგვარი ძალდატანების და ფიქრის გარეშე. იმისთვის რომ ნებისმიერი ქცევა გახდეს რუტინული, საჭიროა მისი ყოველდღიური გამეორება ერთსა და იმავე დროს, კვლევები გვეუბნებიან, რომ ახალი ჩვევის შესაძენად მინიმუმ 2 თვეა საჭირო. შედეგის მისაღწევად Მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების დასახვა და მათი ზედმიწევნით განხორციელება. 


ჭიქა წყალი უზმოზე - ალბათ ბევრი წაგიკითხავთ და გსმენიათ ჭიქა წყლის სარგებელზე, მაგრამ რატომღაც ვერასდროს დაიწყეთ, ხან არ გწყურიათ, ხან დაგავიწყდათ, მოკლედ, ბევრი წინაღობაა თქვენსა და ჭიქა წყალს შორის. 
როგორ დავიწყოთ - იყიდეთ ერთი განსხვავებული ჭიქა, რომელიც მხოლოდ თქვენი წყლის რუტინისთვის იქნება განკუთვნილი. სცადეთ თბილი წყალი, ხშირად, განსაკუთრებით ზამთარში, უზმოზე ცივი წყალი სულაც არ არის სასიამოვნო დასალევი, Ჩააწურეთ ლიმონი, დაუმატეთ თაფლი - იპოვეთ თქვენთვის მისაღები ფორმულა. 

მეტი სითხე დღის განმავლობაში - თურმე ხშირად, როდესაც შიმშილს ვგრძნობთ, სინამდვილეში გვწყურია. 1 ჭიქა წყალი ან მინერალური წყალი ამ გრძნობას ადვილად გაუმკლავდება. დაიწყეთ 3 ჭიქა წყლით დღეში, ნელ-ნელა გაზარდეთ რაოდენობა 6 ჭიქამდე. განსხვავებული ჭიქის პრინციპი აქაც მუშაობს, დადეთ გამოსაჩენ ადგილას - სამზარეულოს ნიჟარასთან ან სამუშაო მაგიდაზე, ხშირად რომ დაინახოთ და გაგახსენდეთ.  ერთი ჭიქა Მინერალური წყალი გვეხმარება ორგანიზმის გაწმენდაში, გვავსებს საჭირო მინერალებით და აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს.

ჯანსაღი ხემსი - ყოველთვის იქონიეთ ხელმისაწვდომ ადგილას ჯანსაღად წასახემსებელი კვებებს შორის, მაგალითად  ჩირი, თხილეული, შავი შოკოლადი, ენერგიის ფილები და ა.შ. ასეთი ხემსი ადვილად გადაგატანინებთ შიმშილის გრძნობას და შაქრის მიღების სურვილსაც.

დააბალანსეთ კვება - Გაზარდეთ უმი ბოსტნეულის და ხილის რაოდენობა თქვენს რაციონში. ეცადეთ ულუფის ⅓ შეადგენდეს სწორედ უმ ხილს და ბოსტნეულს. კვლევების მიხედვით ასეთი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით და გულსისხლძარღვთა დაავადებებით. 

მოამზადეთ საკვები სახლში - ასე უკეთ გააკონტროლებთ კალორიების, ცხიმების თუ შაქრის რაოდენობას, რომელსაც იღებთ დღის განმავლობაში.
დაგეგმეთ კვირის მენიუ, იყიდეთ კვირის მარაგი და მოამზადეთ მრავალფეროვანი საკვები ერთ დღეში. გადაანაწილეთ კონტეინერებში და მიუჩინეთ ადგილი საყინულეში თუ მაცივარში. საკვების Პორციული მომზადება დაგიზოგავთ ბევრ დროს, ენერგიას და ფინანსებს. 
 

თეგები

ექსპერტის რჩევები