Search
ან
სტაფილომ ფერი იცვალა

ჩრდილოეთ აფრიკის და ხემლთაშუა ზღვის არეალში განხორციელებული გათხრების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს სტაფილოს თესლი, რომელიც განეკუთვნება სტაფილოს ერთ-ერთ სახეობას - იასამნისფერ სტაფილოს. მათი მტკიცებით, თავდაპირველად სტაფილო იყო ან იასამნისფერი, ან ყვითელი, ის იყო უფრო მშრალი და მცირე ზომის, ვიდრე დღევანდელ რეალობაში გავრცელებული სტაფილო. დიდი ალბათობით, სტაფილოს იყენებდნენ როგორც ბალახეულს, სამკურნალოდ და საკვებად. ნაკლებად სავვარაუდოა, რომ გამოიყენებოდა მისი ძირითადი ფესვის ნაყოფი. დროთა განმავლობაში ადამიანებმა მოახდინეს სტაფილოს გენური მოდიფიცირება და მიიღეს ისეთი სტაფილო, როგორსაც ჩვენ დღეს მოვიხმაროთ, თუმცა დღევანდელი სტაფილოს 80 გავრცელებული სახეობიდან, თქვენ მაინც შეგიძლიათ შეხვდეთ თეთრს, ყვითელს, სტაფილოსფერს, იასამნისფერს და შავ სტაფილოებსაც კი.

თეგები

ექსპერტის რჩევები