Search
Or
ჯეჯილი

ხასხასა მწვანე ჯეჯილი ახალი სიცოცხლის სიმბოლო და აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. 
ხორბალი აღდგომამდე 7-10 დღით ადრე უნდა დათესოთ. 1 ღამით ჩაალბეთ წყალში, მეორე დღეს გადაწურეთ, გაავლეთ წყალი და შეაშრეთ. ხორბლის დათესვა შესაძლებელია ორი მეთოდით - მიწაზე და ბამბაზე, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყოველდღიური დატენიანება, მორწყვა ან დანამვა. ზედმეტი მორწყვით შესაძლოა ჯეჯილმა ობი მოიკიდოს, ამიტომ ზომიერად უნდა დატენიანდეს. 


გთავაზობთ ჯეჯილის დეკორის ორიგინალურ ვერსიას, რომელიც გაახალისებს თქვენს სააღდგომო სუფრას - უმ კვერცხს ფრთხილად მოატეხეთ ნაჭუჭის ⅓ , გადაღვარეთ ცილა და გული (შეინახეთ ნამცხვრის გამოსაცხობად), ნაჭუჭს გაავლეთ წყალი, ჩაყარეთ მიწა და ხორბალი, ხის ჩხირით თანაბრად გაანაწილეთ ხორბლის მარცვლები, დადგით თბილ, მზიან ადგილას, დანამეთ ყოველდღიურად. ნაჭუჭი შეგიძლიათ შეღებოთ საღებავებით ან დაახატოთ ორნამენტები.