Search
ან
ინდური სამზარეულო

დარწმუნებულები ვართ, ქათამი ქარის სოუსში არაერთი თქვენგანის საყვარელი კერძია.

ჩვენი დღევანდელი პოსტი არის იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც უყვართ, მოსწონთ ან აინტერესებთ ინდური სამზარეულო.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის რელიგიური უპირატესობებიდან გამომდინარე, ტრადიციულ სამზარეულოში თითქმის არ არსებობს საქონლის ან ღორის ხორცისგან მომზადებული კერძები. გარდა ამისა, ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურება განაპირობებს კერძთა მრავალფეროვნებას.

ჩრდილოეთ ინდოეთში უმეტესად მესაქონლეობას ეწევიან, აქედან გამომდინარე ამ მხარეს უმეტესად ცხვრის ხორცისგან მომზადებული კერძები ჭარბობს - გუშტაბა (გუფთები იოგურტის სოუსში), ბირიანი (ცხვრის ან ქათმის ხორცი ბრინჯითა და ფორთოხლის სოუსით). სამხრეთ ინდოეთში უმეტესად ბოსტნეულით იკვებებიან, ხოლო დასავლეთი მდიდარია ზღვის პროდუქტებით. ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გავრცელებულია ვეგეტარიანული ცხოვრების წესი. აღსანიშნავია, რომ ინდოელი ვეგეტარიანელები საკუთარი კვების რაციონიდან გამორიცხავენ არა მხოლოდ ხორცსა და თევზს, არამედ კვერცხსაც.

როგორც ქართული, ისე ინდური სამზარეულო წარმოუდგენელია ტრადიციული სუნელების გარეშე - დარიჩინი, მუსკატი, ქინძი, ილი, კურკუმა, კუმინი და ა.შ. ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში სუნელების სხვადასხვა კომბინაციას იყენებენ, თუმცა, ყველაზე პოპულარული მაინც ქარი რჩება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია ქოქოსის რძეც, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ცხარე სოუსის გასანეიტრალებლად.

ინდოელების საყვარელი სასმელი ჩაია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამაგრიელებელი სასმელი, ნამბუ-პანი, კი სხვა არაფერია, თუ არა ლიმონიანი წყალი. პოპულარულია ასევე ქოქოსის რძის შემცველი სასმელებიც.

ინდოეთში იკრძალება ჭამის დროს ალკოჰოლის დალევა, თუმცა ტურისტებისთვის გამონაკლისსაც აკეთებენ. 

ექსპერტის რჩევები