Search
ან
ღორის სუკი კომშით და ნუშით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

ეს კერძი სულაც არ ჟღერს ქართულ ტრადიციულად და არც გემოთია ტრადიციული მწვადის მსგავსი - უფრო დახვეწილია. თუმცა, ღორის ხორცის ღვინოში დაბასტურმება ჩვენთვის უცხო არ არის. რაც შეეხება გარნირს, არც ესაა ძალიან უცხო, უბრალოდ ერთმანეთთან შეხამებით გვაძლევს უჩვეულო გემოს.

გადავიდეთ კერძის მომზადებაზე.

ინგრედიენტები
350 350 გრ. ღორის სუკი
200 200 გრ. კომში
50 50 გრ. თეთრი ქიშმიში
50 50 გრ. ნუში
100 100 გრ. თაფლი
60 60 გრ. შაქარი
30 30 გრ. კოჭი
60 60 გრ. ლიმონი
100 100 მლ. ზეთი
50 50 გრ. კარაქი
50 50 გრ. ხახვი
15 15 გრ. ნიორი
15 15 გრ. მდოგვი
1 1 ცალი დარიჩინის ჩხირი
15 15 გრ. მშრალი მიხაკი
300 300 მლ. თეთრი ღვინო
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი წითელი წიწაკა
საფეხური 1
დაჭერით ალყა-ალყა ხახვი, ნიორი წვრილად, ლიმონი, ზეთი, დაღერღილი წითელი წიწაკა, მდოგვი, კოჭა, დარიჩინის ჩხირი, მარილი, შაქარი ან თაფლი ერთ ჭურჭელში მოათავსეთ.
საფეხური 2
დაასხით ღვინო და ჩადეთ გასუფათვებული ღორის სუკი, მინიმუმ 4 საათით ან მთელი ღამით.
საფეხური 3
კომში დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაცილეთ გული, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ლიმონის წვენი, რამდენიმე ცალი მიკახი, ცოტა შაქარი და მარილი. წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე ნახევრად მოხარშეთ. შემდეგ კარაქში, შაქარსა და თაფლში მოშუშეთ. ჩაამატეთ თეთრი ქიშმიში, კანგაცლილი ნუში, მიხაკი და შეწითლებამდე დააცადეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
საფეხური 4
სუკი ამოიღეთ მარინადიდან, შეამშრალეთ და მობრაწეთ გახურებულ ტაფაზე ყველა მხრიდან (ან გრილზე) და შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე 10 წუთით.

სერვირება

დაჭერით სასურველ ზომებად, გადაიტანეთ თეფშზე კომშთან ერთად.  სერვირება შეიძლება როგორც ერთ დიდ თეფშზე, ასევე პორციებად გარნირთან ერთად.

ჭურჭელი

ტაფა,
დაფა

თეგები

რჩევები

ღუმელიდან გადმოღების შემდეგ დაასვენეთ 5 წუთი, (დასვენება ნიშნავს დაჭრამდე ან მირთმევამდე რამდენიმე ხნით გაჩერებას, რომ მასში არსებული არომატები და წვენი თანაბრად განაწილდეს ხორცში და დაჭრისას გარეთ არ გამოვიდეს).