“მე ვარ ალექსანდრა კორენევიჩი, კულინარი. მე მიზიდავს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს აღმოჩენილი ტრადიციული კერძების გადმოტანა ქართულ რეალობაში. ჩემთვის დამახასიათებელია ყოველი კერძის მომზადების დროს აზიური შტრიხის შემოტანა”.
“მე ვარ თამარ ოსაძე, შეფ-კონდიტერი.
კულინარია ჩემთვის არის ის დარგი, სადაც შემიძლია ვიგრძნო ესთეტიკა, ძალაუფლება და შემოქმედება. მე მიტაცებს სხვადასხვა კულტურებიდან წამოსული რეცეპტების გარდაქმნა”.
ჩვენი კოლაბორაცია შედგა მასტერშეფის მეშვეობით და ეს დესერტი არის ჩვენი პირველი საერთო ქმნილება, მაგრამ არა ბოლო. გაზაფხულისთვის ჩვენ შემოგთავაზებთ დაუვიწყარ ვახშამს, სადაც სრულყოფილად გამოვავლენთ ჩვენს კულინარიულ და საკონდიტრო ნიჭს.
ბრიოშის
ბრიოშის
ცომი:
250
250
გრ.
ფქვილი
30
30
გრ.
შაქარი
7
7
გრ.
საფუარი
5
5
გრ.
მარილი
75
75
მლ.
რძე
62
62
გრ.
კარაქი
2
2
ცალი
კვერცხი
კრემი
კრემი
:
120
120
გრ.
კვერცხის გული
500
500
მლ.
რძე
120
120
გრ.
შაქარი
48
48
გრ.
სახამებელი
40
40
გრ.
კარაქი
7
7
გრ.
ჟელატინი
400
400
გრ.
ნაღები
5
5
გრ.
ვანილი
50
50
გრ.
ლიმონჩელო
ნაყინი
ნაყინი
:
3
3
ცალი
კვერცხის გული
250
250
მლ.
რძე
250
250
მლ.
ნაღები
1
1
მწიკვი
მარილი
45
45
გრ.
შაქარი
30-40
30-40
მლ.
ბაზილიკის ზეთი
აზოტი
აზოტი
მანდარინის
მანდარინის
სოუსი:
100
100
გრ.
მანდარინის კანი
200
200
მლ.
მანდარინის წვენი
50
50
გრ.
შაქარი
1
1
ჩაის კოვზი
სიმინდის სახამებელი
პროშუტოს
პროშუტოს
ჩიფსი
მანდარინის სოუსის მომზადება: ვხარშავთ მანდარინის კანს ცოტაოდენ წყალში.
ვადუღებთ, ვამატებთ მანდარინის წვენს და ვაბლენდერებთ. შემდეგ ვცრით ამ მასას, ვაბრუნებთ ქვაბში, ვამატებთ შაქარს.
მიგვყავს წამოდუღებამდე კიდევ ერთხელ და ვამატებთ ცოტა წყალში გახსნილ სიმინდის სახამებელს, ვადუღებთ რამდენიმე წუთი. ვინახავთ მაცივარში გამოყენებამდე.
ცომის მომზადება: ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ თასში, ვზელთ 8 წუთი რომ გაერთიანდეს მასა.
შემდეგ ვამატებთ კარაქის კუბებს და ვზელთ იქამდე, სანამ ცომი არ გახდება ელასტიკური, პრიალა და ერთგვაროვანი.
1 საათი ვაჩერებთ შეფუთულ მდგომარეობაში რომ ზომა გაორმაგდეს და შემდეგ გადაგვაქვს მაცივარში, ვაყოვნებთ მთელი ღამე. გამოყენების წინ გამოვიღოთ მაცივრიდან, დავჭრათ სასურველ ზომებად და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ ცომი კიდევ გაორმაგდეს ზომაში. შემდეგ, კი ვწვავთ 180 გრადუსზე გახურებულ ზეთში.
კრემი დიპლომატის მომზადება: კვერცხის გულს, სახამებელს და შაქარს ვურევთ ერთმანეთში.
ვაცხელებთ რძეს და ვასხამთ კვერცხის მასას, ვაბრუნებთ კვლავ ცეცხლზე და ვხარშავთ, სანამ კრემი არ გახდება პრიალა. ცხელ მდგომარეობაში ვუმატებთ კარაქს, ლიმონჩელოს და ჟელატინს კარგად ვურევთ და ვინახავთ მაცივარში. კარგად რომ გაცივდება, გავთქვიფოთ გაპრიალებამდე და გადავურიოთ ამოყვანილი ნაღები.
ნაყინის მომზადება: კვერცხის გულები და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში
გავაცხელოთ რძე და დავასხათ კვერცხის მასას, მოვურიოთ და დავაბრუნოთ ცეცხლზე, ვურიოთ ინტენსიურად, რომ კვერცხი არ აიჭრას. პირველივე წამოდუღებისას, მოვხსნათ ცეცხლიდან, გადმოვიტანოთ სუფთა ჭურჭელში, დავუმატოთ ბაზილიკის ზეთი და შევდოთ მაცივარში. ცოტა რომ შეგრილდება ვამატებთ აზოტს.
სერვირება
ვიწყებთ თეფშის გაფერადებას მანდარინის სოუსით, შემდეგ ბრიოში, ჩაჭრილი და ავსებული კრემით. ვადებთ ნაყინს, მოვრთავთ მარილიანი პროშუტოს ჩიფსებით. ზემოდან კი, სურვილისამებრ, მსხლის ნაჭრის ჩიფსი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი