Search
ან
ლობიანი
30-60 წუთი
საშუალო
0-200 კკალ

ეს ცომი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მარტივი და თანაც სამარხვო. კომერციული საფუარის გაჩენამდე იყენებდნენ ველურ საფუარს, რომელიც მრავლად იყო ქლიავის ნაყოფის გარსზე. თავდაპირველად, ლობიოს მოშენება ჯავახეთში დაიწყეს, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ლობიანი არა რაჭული, არამედ ჯავახური კერძია. 

ინგრედიენტები
500 500 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
250 250 მლ. წყალი
20 20 გრ. საფუარი
1 1 მწიკვი შაქარი
1 1 მწიკვი მარილი
430 430 გრ. მოხარშული ლობიო
70 70 გრ. ხახვი
15 15 გრ. ხმელი ქინძი
15 15 გრ. უცხო სუნელი
10 10 გრ. დაღერღილი წითელი წიწაკა
საფეხური 1
თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი, მარილი კი ფქვილს დავამატოთ. საფუარი აქაფებას რომ დაიწყებს, შევურიოთ ფქვილს და 10 წუთი ვზილოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. შემდეგ დავაგუნდავოთ, მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში და გადავაკრათ გრინი, რომ ცომი აფუვდეს. 40-50 წუთის შემდეგ აფუაბული ცომი ამოვიღოთ, გავყოთ 2 გუნდად და დავასვენოთ 5 წუთით.
საფეხური 2
პარარელურად მოვთუშოთ ხახვი, შევურიოთ ლობიოს და კარგათ გავსრისოთ.ასევე, დავამატოთ სუნელები და მარილი. გავაკეთოთ ორი თანაბარი გუნდა.
საფეხური 3
ცომის გუნდა გავაბრტყელოთ ისე, რომ ცენტრში იყოს უფრო სქელი, გარშემო კი უფრო თხელი. ლობიო მოვათავსოთ ცენტრში, ცომი ხინკალივით შემოვაკრათ და კუჭი მოვაგლიჯოთ. დავასვენოთ დაფქვილულ ზედაპირზე ნაკერის მხრიდან.
საფეხური 4
3 წუთში ავიღოთ ლობიანის გუნდა და ცენტრიდან გარეთ დავიწყოთ გაბრტყელება.

სერვირება

გადავიტანოთ ლობიანი ღუმელში. გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში, 230 გრადუსზე.