გაინტერესებთ რომელი კენკრის სეზონი დგება ივნის-ივლისის პერიოდში?
რატომ ფასობს კენკრა ასე ძალიან? რა თქმა უნდა გემოს გამო! ძირითადად კენკრა გამოირჩევა ვიტამინ C-ს, ბეტა-კაროტინის, ფალიუმის მჟავის შემცველობით. სხვა ნივთიერებებიდან: შაქარი, ვიტამინ P, პექტინი, ორგანული მჟავები და მინერალური მარილები
ზაფხულის პირველივე დღეებში ჩნდება ტყის მარწყვი - მცირე ზომის კენკრა 0.5 – 6 სანტიმეტრის ზომამდე. მას ძალიან არომატული გემო აქვს, რომელიც განსხვავდება მისი სახეობის მიხედვით. მასში არის რკინის ყველაზე მეტი შემცველობა კენკრებს და ზოგიერთ ხილის შორის. ის ძალიან უხდება რძის ნაწარმს, ამიტომაც იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში, დესერტებში, იოგურტებში და ნაყინში.
იმის მიუხედავად, რომ მარყწვის ყიდვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ პერიოდში, უმჯობესია დავველოდოთ მაის-ივნისს იმისთვის, რომ დავაგემოვნოთ ნამდვილი მარწყვი. აარჩიეთ მკვრივი, მცირე ზომის მარყწვი, რომელსაც მოყვება მწვანე ფოთლები. მარყწვის მოყვარულებს გაუმართლათ, რადგან ისინი მიირთმევენ გემრიელ და ამავდროულად ძალიან სასარგებლო პროდუქტს. მარწყვის შემადგენლობა ძალიან მდიდარია: C და B ვიტამინები, რკინა, სპილენძი, თუთე, ანტიოქსიდანტები, როგორებიცაა ფოლატი, ანტოციანი, კვარცეტინი, კემფეროლი და ასევე დეტოქსიკანტები.
მოკლე საინტერესო ფაქტი: იცოდით, რომ მარწყვი კბილების გათეთრებას უწყობს ხსელს?
დღეს-დღეობით ცნობილია ბალის 1000-მდე ჯიში, შავიდან დაწყებული-ყვითილით და ვარდისფერით დამთავრებული. ადრეული ბალი დიდხანს არ ინახება, ამიტომ უმჯობესია მისი მირთმევა უმალვე, დაკრეფიდან მცირე დროში. მისი ყუნწები უნდა იყოს მწვანე ფერის - ეს ნიშნავს, რომ ბალი ახალია და არ არის გადამწიფებული. ყველაზე სასარგებლოა მუქი ფერის ბალი, რადგან მასში ყველაზე მაღალია კალციუმის, კალიუმის, რკინის, მანგანუმის და ფოსფორის შემცველობა.
ალუბალი ცნობილია თავისი სამკურნალო და გემოვნური თვისებბით. მასში მრავალი ვიტამინი და მიკროელემენტია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მავნე ნივთიერების გამოყვანაში. ალუბალის მირთმევით თქვენ მიიღებთ С, РР, А, В1 და В2 ვიტამინებს, ასევე კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს, ფოსფორს და მანგანუმს.
წითელი მოცხარი იგივენაირად სასარგებლოა, როგორც შავი მოცქარი, თუმცა მასში ნაკლები C ვიტამინია. წითელი მოცხარი ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის, თავისი მჟავიოანობის მიუხედავად, მას არ გააჩნია უკუჩვევები.