დეკემბერი ჩამოვიტოვეთ წარსულში, თავის საახალწლო დღესასწაულებთან ერთად. დღე მატულობს, თუმცა ამას ჯერ აშკარად ვერ ვამჩნევთ. უკვე დეკემბრიდან ჩვენ დავიწყეთ სინათლის ნაკლებობის შემჩნევა და სიცოცხლის ენერგიის კარგვა. იანვარში, როგორც მთელი ზამთრის განმავლობაში, ჩვენ ვიმყოფებით ზამთრის ძილში, როგორც დათვი თავის ბუნაგში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას, დავდივართ სამსახურში, დაკავებულები ვართ სპორტით და ა.შ. თუმცა, ზუსტად ზამთრის ამ დროს, განვიცდით ძილიანობას, ჩვენი აქტიურობა ეცემა, ვნელდებით და უფრო მეტი დრო გვჭირდება ჩვეულებრივი დავალებების შესასრულებლად.
იანვარი - ეს არის გადაჭარბებული ჭამის და დეპრესიების თვე. ჩვენი ორგანიზმი განიცდის C ვიტამინის ისეთ დეფიციტს, როგორსაც არასდროს, რომელიც საჭიროა ვირუსებთან და ინფექციებთან საბრძოლველად. ასევე გვესაჭიროება მანგანუმი, რკინა, თუთა, რომელსაც ვიღებდით მრავალფეროვანი ხილიდან და ბოსტნეულიდან.
ამიტომ, ზამთარში, კონკრეტულად კი იანვარში, რეკომენდირებულია შემდეგი პროდუქტების მიღება:
გრეიფრუტი - მრავალი სხვა ჯანსაღი თვისების გარდა, მისი არომატიც კი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ის აუმჯობესებს ტონუსს, ებრძვის დეპრესიას და დაღლილობას.
ლიმონი - ბავშვებმაც კი იციან, რომ ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ამიტომაც ლიმონი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად აღვიდგინოთ ამ ვიტამინის მარაგი, რომელიც გააძლიერებს იმუნიტეტს და დაგვიცავს გაციებისგან და გრიპებისგან.
ბანანი - ყველაზე მეტად ეხმარება ორგანიზმს დეპრესიასთან ბრძოლაში. ბანანი ითვლება ბუნებრივ ანტიდეპრესანტად. ბანანის ჭამის დროს ჩვენი ორგანიზმი აყალიბებს ნივთიერებას სახელწოდებით სეროტონინი. ზუსტად ეს ნივთიერება აგებს პასუხს კარგ განწყობასა და ხასიათზე, სიხარულის და ბედნიერების განცდაზე. ბანანის სისტემატიურად მიღების დროს ჩვენ მარტივად მოვერევით დეპრესიას, გაღიზიანებას და მოწყენილობას.
ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, სასარგებლოა: კაკალი, ხახვი, ნიახური, კომბოსტო, კვერცხი და ბარდა.