Search
ან
სააღდგომო პასკის შესახებ

პასკა, კულიჩი, ხმიადი, არტოსი - ასე უწოდებენ სააღდგომო პურს, რომელიც მრავალი საუკენეების განმავლობაში ცხვება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომელსაც ჩვენ პასკას ვუწოდებთ (პასკა სიტყვა პასეკიდან მომდინარეობს, რაც ნიშნავს „გამოხსნას“)
ამ ქრისტიანულ ტრადიციას უდიდესი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, თუმცა ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას მის კულინარიულ ასპექტებზე.

ძველი ებრაული ტრადიციების შესაბამისად, პასკა ცხვება საფუარის გარეშე (ებრაელებს ეკრძალებოდათ საფუარის გამოყენება), კათოლიკურმა ეკლესიამ დღემდე შეინარჩუნა ეს ტრადიცია, თუმცა აღმოსავლეთით, მართმადიდებლობა დაეყრდნო იესო ქრისტეს ერთ-ერთ ქადაგებას, სადაც ის საფუარს მადლს ადარებს. შესაბამისად მართმადიდებლურ ტრადიციებში პასკას საფუარით აცხობენ.

პასკა, რომელსაც აცხობენ საქართველოში ითვლება ოჯახურ პასკად. ის მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული, ეკლესიური არტოსისგან (ბერძ. პურისგან), რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით გოლგოთის მთის განსახირებაა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი იესო ქრისტეს პური, რომელსაც ის თავის მოციქულებს უნაწილებდა გამოცხადებისას.

გამომდინარე იქიდან, რომ აღდგომა არის ბრწყინვალე დღესასწაული და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დატვირთვასაც ატარებს, ამის აღსანიშნავად ოჯახური პასკები სადღესასწაულო წესით ცხვება - დარიჩინი, მუსკატი, ქიშმიში, შაქარი, შაქრის პუდრა, ემალი, სხვადასხვა ტკბილი ინგერდიენტები, ახალისებს სააღდგომო სუფრას, ქმნის ოჯახურ იდილიას და გვახსენებს იმის შესახებ, რომ აღდგომა არის ერთ-ერთი უდიდესი ზეიმი და დღესასწაული.

ექსპერტის რჩევები