Search
ან
ბროკოლი

დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანმრთელი კვება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დაბინძურებული ჰაერი და გენმოდიფიცირებული პროდუქტები უდიდეს ზიანს აყენებენ ჩვენს სხეულს, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულს - ბროკოლის. სხვათაშორის, ამ ბოსტნეულს სატაცურა კომბოსტოსაც ეძახიან, თუმცა ეს მისი ნაკლებად გავრცელებული სახელია. 

უახლესმა გამოკვლევებით გაირკვა, რომ ბროკოლი წარმოიქმნა ჰიბრიდიზაციის შედეგად, ძვ. წ. აღ. VI-V საუკუნეებში. მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვისპირეთია. ამ პროდუქტს საუკუნეების მანძილზე მხოლოდ იტალიაში მოიხმარდნენ. პირველად ნახსენებია 1587 წელს დაწერილ ფრანგულ ტრაქტატში - Historia Generalis Plantarum. სახელწოდება იტალიური აქვს, თუმცა სიტყვის ფუძე , „bracchium“  ლათინურია და „ტოტს“ ნიშნავს. ჯერ კიდევ ტომას ჯეფერსონს უნდოდა ბროკოლის მოშენება ამერიკაში, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები მომავალმა თაობამ განაგრძო და წარმატებასაც მიაღწია, XX საუკუნის 20-იან წლებში.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი ბევრად უფრო მარტივად ითვისებს ბროკოლის შემადგენლობაში არსებულ ცილას, რადგან იგი არ შეიცავს ქოლესტერინს. გარდა ამისა, იგი მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით. შეიცავს C და K ვიტამინებს. კომბოსტოსებრთა ოჯახიდან A ვიტამინის შემცველობით ყველაზე მდიდარია ბროკოლი. იგი ასევე შეიცავს ფოსფორს, რკინას, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს.

ბროკოლის შემადგენელი ელემენტები ეფექტურად ებრძვიან კიბოს უჯრედების ზრდას.

პროდუქტი შეინახეთ მაცივარში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.  

შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი, მოხარშული ან მოწალული ბროკოლი; მოამზადოთ სალათი, წვნიანი, ომლეტი ან მიირთვათ როგორც გარნირი. 

ექსპერტის რჩევები