Search
ან
როგორ შევინახოთ მწვანილი

ცოცხალი და ხასხასა ფერის მწვანილით შთაგონებულები ხშირად, ვერ ვზომავთ კონკრეტული რეცეპტისთვის აუცილებელ რაოდენობას და მორიგი კულინარიული თავგადასავლის შემდეგ, სამზარეულოში მწვავედ დგება მწვანილის სწორად შენახვის საკითხი. იმისათვის, რომ კერძის მომზადების ენთუზიაზმი დამჭკნარი და გაყვითლებული მწვანილის ფოთლებში არ დაიკარგოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

აუცილებლად მოაშორეთ კონაში შეპარული გაფუჭებული ფოთლები; მარტივად რომ ვთქვათ, მწვანილის შემთხვევაში „ფუჭება გადამდებია“. თუკი მწვანილის უახლოეს რამდენიმე დღეში გამოყენებას არ აპირებთ, უმჯობესია, თუ ღეროს მთლიანობას შეუნარჩუნებთ (არ მოწყვეტთ, ან გაჭრით). განურჩევლად იმისა, შენახვამდე მწვანილის გარეცხვას აპირებთ, თუ არა, მაცივარში მოთავსებამდე დარწმუნდით, რომ ფოთლები მშრალია; მეტიც, აჯობებს თუ კონტეინერში ან პოლიეთილენის პარკში მოთავსებამდე კონას ქაღალდის ხელსახოცს ჩაუფენთ.

თუ მწვანილის დიდ რაოდენობაზეა საუბარი, მიზანშეწონილია კონტეინერში რამდენიმე ხელსახოცის მოთავსებაც - ფენებად, ფოთლებს შორის. ალტერნატივად შესაძლებელია მწვანილის პირსახოცში ან ჩაის ტილოში გახვევა. მთავარია მწვანილი გრილ და ნახევრადტენიან მდგომარეობაში შენარჩუნება. ამასთან, რაც უფრო თხელ ფენად გადაანაწილებთ მწვანილს თითოეულ ხვეულში - მით უკეთესი. მაცივარში მოთავსებისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ მწვანილის ღეროვანი მხარე მაცივრის კედლისკენ იყოს მიმართული; კედელი ზედმეტად ცივია მწვანილის ნაზი და დელიკატური ფოთლებისთვის.

 

ექსპერტის რჩევები