Search
Or
იდეალური პიცის ცომი


თუკი პიცის გამოცხობა გადაწყვიტეთ, ჯერ ცომის გაკეთებაზე უნდა იფიქრoთ. ახლა, ზუსტად ის დროა, მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენ მიერ მომზადებული პიცით გააოცოთ.
იტალიური  თხელი პიცის კულტურა მოირგეს და თავისებურად გადააკეთეს ამერიკაში.  ნიუ-იორკ პიცას სქელი ცომი აქვს და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.   რთულია იკამათო ცომის სისქეზე.   რა სისქის პიცას შეჭამ  გემოვნებაზე და განწყობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ცომის შემადგენლობაზე კამათი ნამდვილად ღირს.
ამ ბლოგში ნახავთ, როგორი უნდა იყოს იდეალური პიცის ცომი.
მიჰყევით ინსტრუქციას:
თბილ  წყალში  გახსენით  საფუარი, მარილი, შაქარი. ადროვეთ სანამ გაიხსნება და მხოლოდ ამის შემდეგ  ჩაამატეთ  ზეთი, ფქვილი  და  დაიწყეთ ცომის მოზელვა. არ დაიზაროთ, ცომი 10 წუთის განმავლობაში დაამუშვეთ.  როცა მორჩებით, ზემოდან ჩაის ტილო გადააფარეთ და თბილად შეინახეთ.  30 წუთის შემდეგ,  თხელ ფენებად  გააბრტყელეთ და კარგად დააკვირდით, იდეალურ ცომს ლანდი უნდა გასდიოდეს.

ჩვენი რჩევები ამით არ ამოწურულა. საუკეთესო შედეგის მისაღებად გაითვალისწინეთ შემდეგი:


გააცხელეთ ღუმელი 230C გრადუსზე. საშუალო ზომის თასში ჩაასხით თბილი წყალი და გახსენით მასში საფუარი და შაქარი. დატოვეთ 10 წუთით.

შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილი, მარილი და ზეთი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ დაასვენეთ 5 წუთით.

გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ. გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი ცოტათი ცხიმიან პიცის საცხობ ლანგარზე, შეკმაზეთ სასურველი პიცის რეცეპტის მიხედვით და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მირთმევამდე აცალეთ  პიცას ოდნავ შეგრილება, დაახლოებით 5 წუთით.