გემოფესტი — ახალციხე

Happening 06-07 ივნისი

uploads/gallery-1-3-5b0758ad.png
uploads/compressedimage-74018aae.jpeg
uploads/compressedimage-1-1f851c4e.jpeg

მესხური ტრადიციების ახალი სიცოცხლე ახალციხის გულში

გემოფესტი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაციასა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას. ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ტრადიცია და თანამედროვე გემოები ერთიანდება. 

6-7 ივნისს ღონისძიება ახალციხე-ში გაიმართება - მესხური სამზარეულოსა და უნიკალური კულინარიული ტრადიციების მქონე ქალაქში. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ რეგიონის ავთენტურ კერძებს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი, რაც ახალციხეს განსაკუთრებულ გასტრონომიულ ხასიათს სძენს.

ღონისძიების ლოკაცია

ქალაქი ახალციხე

კომენტარები