მაღალი გასტრონომიისა და ღვინის კულტურის სინთეზი
30 მაისს, ასოციაცია „ქართული ღვინოსა“ და შატო მუხრანი-ს ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა Merano WineFestival.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 400-ზე მეტი დასახელების ღვინო საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, გაცნობოდნენ გამორჩეულ გასტრონომიულ პროდუქტებს და დასწრებოდნენ სხვადასხვა დეგუსტაციებსა და კულინარიულ მასტერკლასებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ჰოლანდიელი შეფ-მზარეულის რუდოლფ ვან ნუნენი-სა და ქართველი შეფ-მზარეულის ალექსანდრე ტატიშვილი-ს მასტერკლასებიც.
მერანოს ღვინის ფესტივალმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ღვინო, გასტრონომია და განსხვავებული გამოცდილებები ერთ სივრცეში.
გალერეა
კომენტარები
Most Recent



