გემოფესტი — ქუთაისი
Happening 26-28 ივნისი
გემოფესტი: იმერული გემოების დღესასწაული ქუთაისის გულში
გემოფესტი საქართველოს რეგიონებში შექმნილი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციასა და მცირე მეწარმეების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ფესტივალი ერთ სივრცეში აერთიანებს ტრადიციულ
და თანამედროვე კულინარიას.
26-28 ივნისს ფესტივალს ქუთაისი უმასპინძლებს - ქალაქი, რომელიც იმერეთის გასტრონომიული კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება. ქუთაისში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული იმერული კერძები, ისე სხვადასხვა კუთხისგან შთაგონებული თანამედროვე კერძები.
გემოფესტი ხელს უწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გააქტიურებას საქართველოს ფარგლებში.
კომენტარები
Most Recent



