Search
ან
დანდურის სალათი
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
0-200 კკალ

“გასტრონომიული სფეროს შესწავლის სურვილი პირველად 15 წლის ასაკში გამიჩნდა. პირველი სამსახური ამ სფეროში იყო რესტორანი “მარკო პოლო”, შემდეგი იყო “cafe flowers”, “წისქვილი”. 2014 წელს მიმიწვიეს ტაილანდში ქართული რესტორნის გახსნაზე, სადაც 6 თვე ვიმუშავე. ტაილანდიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა დავიწყე სასტუმრო “ტიფლის პალასში”, რესპუბლიკა 24”-ში და ამჟამად ვარ რესტორანი “ბარბარესთან“-ის შეფ მზარეული” - გიორგი არაბული 

ინგრედიენტები
100 100 გრ. დანდური
20 20 გრ. ნიგოზი
10 10 მლ. ღვინის ძმარი
20 20 მლ. კახური ზეთი
10 10 მლ. ზეითუნის ზეთი
15 15 გრ. ქინძი
10 10 გრ. ოხრახუში
10 10 გრ. კამა
3 3 გრ. მწვანე წიწაკა
30 30 გრ. კიტრი
1 1 მწიკვი მარილი
150 150 მლ. ბროწეულის წვენი
40 40 მლ. ლიმონის წვენი
3 3 გრ. წითელი წიწაკის მარცვალი
3 3 გრ. შავი პილპილის მარცვალი
2 2 გრ. აგარ-აგარი
20 20 გრ. სიმინდის ფქვილი
20 20 გრ. იმერული ყველი
20 20 გრ. ყველი კამამბერი
საფეხური 1
დანდური გავარჩიოთ და მოვაცილოთ უხეში ღეროები, შემდეგ ვაკეთებთ ბლანშირებას დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დანდური გადავიტანოთ ყინულებში, იმისთვის რომ ფერი შევუნარჩუნოთ.
საფეხური 2
დრესინგის მოსამზადებლად დაგვჭირდება ქინძი, ოხრახუში, კამა, ღვინის ძმარი, ზეითუნის ზეთი, კახური ზეთი, მწვანე წიწაკა და ცოტა ლიმონის წვენი, ყველა ინგრედიენტს ვაბლენდერებთ, ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. მიღებულ მასას დავუმატოთ გატარებული ნიგოზი და მოვურიოთ. დავუმატოთ დანდური, სიგრძეზე დაჭრილი კიტრი და ქინძის ფოთლები. კარგად ამოვურიოთ.
საფეხური 3
მოვზილოთ მჭადის ცომი და დავუმატოთ გახეხილი იმერული ყველი. გავაკეთოთ პატარა ბურთულები, შევწვათ იმდენ ზეთში, რომ ბურთულები დაიფაროს. ბროწეულის ჟელეს მოსამზადებლად ქვაბში მოვათავსოთ ბროწეულის წვენი, 30 გ ლიმონის წვენი, წითელი წიწაკის და შავი პილპილის მარცვლები. წამოვადუღოთ, დავუმატოთ აგარ-აგარი, ვურიოთ ვიდრე გაიხსნება, გადავწუროთ, გავაცივოთ და შევინახოთ გამოყენებამდე.

სერვირება

სერვირებისთვის ჭვიშტარის ბურთულებზე მოვათავსოთ დანდური, ზემოდან დავადოთ 10 გ ბროწეულის ჟელე. გარშემო დავულაგოთ ჭვიშტარის ბურთულები და ყველი კამამბერი.