400 გრ. მჭადა სოკო დავამტვრიოთ 2 სმ.-ის ზომის ნატეხებად და მოვხარშოთ მდუღარე წყალში 4-5 წუთის მანძილზე, ისე რომ არ დაიშალოს, შემდეგ გადავწუროთ. მოგრძოდ დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ კარაქსა და ზეთში. მოთუშულ ხახვს დავუმატოთ მოხარშული სოკო და 2-3 წუთი ერთად ვთუშოთ, შემდეგ ვუმატებთ ნიორს და ქინძს და კიდევ 10 წუთი ვთუშავთ. მივირთმევთ თეთრ მშრალ ღვინოსთან ერთად.