Search
ან
საქონლის რულეტი 7 სახეობის მწვანილით

უამრავ პოზიციაზე მიმუშავია რესტორანსა თუ სასტუმროში და ამ დროის განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი, რომ დაუღალავი და თავდადებული შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. ამჟამად კულინარია საქართველოში მრავალხმრივად ვითარდება და ყველას გვაქვს შანსი ჩვენი შრომით და კრეატიული მიდგომებით შევუწყოთ ხელი მის განვითარებას.“

ინგრედიენტები
15 15 გრ. ტარხუნა
15 15 გრ. პიტნა
15 15 გრ. ბაზილიკი
15 15 გრ. რეჰანი
15 15 გრ. ოხრახუში
15 15 გრ. კამა
15 15 გრ. ქინძი
5 5 გრ. როზმარინი
15 15 გრ. წითელი ხახვი
20 20 გრ. ჭარხლის პიურე
25 25 გრ. კარაქი
15 15 გრ. ტრუფელის ზეთი
2 2 კბილი ნიორი
250 250 გრ. საქონლის სუკი
150 150 გრ. კარტოფილი
საფეხური 1
საქონლის სუკი დავჭრათ სიგრძეზე და გავაბრტყელოთ ხორცის საბეგვით.
საფეხური 2
ყველა სახეობის მწვანილი შევურიოთ ერთმანეთში, დავჭრათ და მოვაყაროთ ხორცს. გავახვიოთ რულეტი და შევკრათ კანაფის თოკით.
საფეხური 3
შეხვეული რულეტი შევწვათ ტაფაზე კარაქთან და ზეთთან ერთად 15-20 წუთის განმავლობაში. დავამატოთ როზმარინი და ნიორი. შეწვის პროცესში ხორცს კოვზით მოვასხათ თავისივე ზეთი.
საფეხური 4
კარტოფილის პიურეს შევურიოთ წითელი ხახვი, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილ რულეტს, დავასხათ ტრიუფელის ზეთი, მოვაყაროთ მწვანილი და გავაფორმოთ ჭარხლის პიურეთი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით.