Search
Or
შემწვარი გოჭი
შემწვარი გოჭი
step 1 გასუფთავებული გოჭი გავჭრათ ლავიწთან, რომ მაყალზე იოლად დაეტიოს.
step 2 შიგნიდან წავუსვათ აჯიკა.
step 3 გადმოვაბრუნოთ, დავდოთ ლანგარზე და გარედანაც წავუსვათ აჯიკა.
step 4 გავახუროთ ღუმელი 160 გრადუსზე და შევდგათ გოჭი 2 საათით.
step 5 გავადნოთ ტაფაზე კარაქი და გამოვიღოთ გოჭი ღუმელიდან.
step 6 წავუსვათ კარაქი ცხელ გოჭს.
step 7 ვაცადოთ გაცივება და შემდეგ დავჭრათ ულუფებად.
step 8 დავალაგოთ თეფშზე და სუფრასთან მივიტანოთ ტყემალთან ან პომიდვრის საწებელთან ერთად.
ingredients
4 4 კგ. გოჭი
50 50 გრ. აჯიკა
200 200 გრ. ნაღების კარაქი
მარილი გემოვნებით