ეს კერძი სულაც არ ჟღერს ქართულ ტრადიციულად და არც გემოთია ტრადიციული მწვადის მსგავსი - უფრო დახვეწილია. თუმცა, ღორის ხორცის ღვინოში დაბასტურმება ჩვენთვის უცხო არ არის. რაც შეეხება გარნირს, არც ესაა ძალიან უცხო, უბრალოდ ერთმანეთთან შეხამებით გვაძლევს უჩვეულო გემოს.
გადავიდეთ კერძის მომზადებაზე.
350
350
გრ.
ღორის სუკი
200
200
გრ.
კომში
50
50
გრ.
თეთრი ქიშმიში
50
50
გრ.
ნუში
100
100
გრ.
თაფლი
60
60
გრ.
შაქარი
30
30
გრ.
კოჭი
60
60
გრ.
ლიმონი
100
100
მლ.
ზეთი
50
50
გრ.
კარაქი
50
50
გრ.
ხახვი
15
15
გრ.
ნიორი
15
15
გრ.
მდოგვი
1
1
ცალი
დარიჩინის ჩხირი
15
15
გრ.
მშრალი მიხაკი
300
300
მლ.
თეთრი ღვინო
1
1
მწიკვი
მარილი
1
1
მწიკვი
წითელი წიწაკა
დაჭერით ალყა-ალყა ხახვი, ნიორი წვრილად, ლიმონი, ზეთი, დაღერღილი წითელი წიწაკა, მდოგვი, კოჭა, დარიჩინის ჩხირი, მარილი, შაქარი ან თაფლი ერთ ჭურჭელში მოათავსეთ.
დაასხით ღვინო და ჩადეთ გასუფათვებული ღორის სუკი, მინიმუმ 4 საათით ან მთელი ღამით.
კომში დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაცილეთ გული, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, ლიმონის წვენი, რამდენიმე ცალი მიკახი, ცოტა შაქარი და მარილი. წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე ნახევრად მოხარშეთ. შემდეგ კარაქში, შაქარსა და თაფლში მოშუშეთ. ჩაამატეთ თეთრი ქიშმიში, კანგაცლილი ნუში, მიხაკი და შეწითლებამდე დააცადეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.
სუკი ამოიღეთ მარინადიდან, შეამშრალეთ და მობრაწეთ გახურებულ ტაფაზე ყველა მხრიდან (ან გრილზე) და შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე 10 წუთით.
სერვირება
დაჭერით სასურველ ზომებად, გადაიტანეთ თეფშზე კომშთან ერთად.
სერვირება შეიძლება როგორც ერთ დიდ თეფშზე, ასევე პორციებად გარნირთან ერთად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი