არის კულინარიასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, რაც ძალიან მაკვირვებს. ერთ-ერთი ასეთი თემაა თევზის როლი ქართულ სამზარეულოში. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შავი ზღვა, გვაქვს უამრავი ტბა და მდინარე, სადაც არსებობს განსხვავებული ტიპის ცოცხალი ორგანიზმები, ჩვენ კი, რატომღაც, 4-5 თევზის გარდა, აქტიურად არცერთს ვიყენებთ.რეალურად, ამ თევზეულის რეცეპტებიც ძალიან მწირია. არადა, საქართველოს წყლებში დიდი პოტენციალია, ამიტომ, ამ რეცეპტით დავიწყებთ საქართველოში არსებული თევზების გამოყენებას, და იმისთვის, რომ დაწყება მარტივი იყოს, პირველი კერძი იქნება კალმახის სუფი, მსუბუქი და არომატული კერძი, რომელიც გაზაფხულისთვის შეგამზადებთ.
ეს კერძი ვისწავლე ფარავნის ტბაზე, მეთევზისგან , ცოტა დავხვეწე და ახლა თქვენ გაგიზიარებთ.
600
600
გრ.
კალმახის ფილე
20
20
გრ.
ლიმონი
25
25
გრ.
თეთრი ხახვი
20
20
გრ.
სტაფილო
40
40
გრ.
ისპანახი
10
10
გრ.
მწვანე ხახვი
50
50
გრ.
ნიახური
50
50
გრ.
ოხარხუში
1
1
კბილი
ნიორი
1
1
დაფნის ფოთოლი
150
150
გრ.
სტაფილო
120
120
გრ.
ხახვი თეთრი
პირველ რიგში, ბულიონის ინგრედიენტები გავრეცხოთ, ჩავყაროთ 2 ლიტრიან ქვაბში და წამოვადუღოთ 1 საათის მანძილზე. ეს იმისთვის, რომ არ გამოვიყენოთ არაჯანსაღი პროდუქტი.
დავჭრათ კალმახი წვრილად. ნაჭრები უნდა იყოს ძალიან თხელი, დაახლოებით 5მმ.
პარალელურად გავიმზადოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება. თევზის მასისთვის საჭირო პროდუქტი დავჭრათ ძალიან წვრილად, როცა ვამბობ ძალიან წვრილად, ვგულისხმობ იმდენად წვრილად, რომ ხახვის რკალები თითქმის გამჭვირვალე იყოს, ისპანახი წვრილი ბალახივით ვაქციოთ, იგივე ზომაზე სტაფილო, ლიმონი. მწვანე ხახვი.
წვნიანის ყველა ინგრიდიენტი მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში, მოვასხათ მდუღარე ბულიონი და 1 წუთში მივირთვათ. ამ კერძის, ასე ვთქვათ, "მუღამი" იმაშია, რომ უმი თევზის ნაჭრები ძალიან მალე იხარშება, რადგან თხლადაა დაჭრილი, მაგრამ იმიტომ, რომ დუღილის და ხარშვის აქტიურ პროცესს არ გაივლის, არ დაიშლება და გემოს არ დაკარგავს. ისპანახიც არ იქნება გადახარშული და ბოსტნეულის წმინდა არომატები შენარჩუნდება.
სერვირება
სერვირებისთვის, შეგიძლით დაუმატოთ ცხარე დაღერღილი წიწაკის ფანტელები, რაც წვნიანს დამატებით არომატს შესძენს.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი