მე მქვია ეველინა შაგინოვა. პროფესიით ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს კარიტასში, სოციალური კაფეს კოორდინატორად. მზარეულობა დედიკომ შემაყვარა. 10 წლის ასაკში დამოუკიდებლად გამოვაცხვე პატარა ტარტები ვაშლის პიურეთი და მერინგით. მასტერშეფში მივიღე მონაწილეობა ჩემი შვილის დაჟინებული თხოვნით. გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და მივიღე უდიდესი გამოცდილება, ემოციური თავგადასავალი იყო ჩემს ცხოვრებაში. კულინარია არის ჩემი ჰობი, მიზიდავს ფუდფოტოგრაფია.
გოზინაყის მომზადება არის ჯადოსნური რიტუალი, რომლისთვისაც სათუთად ვემზადები და შემდეგ დიდი სიყვარულით ვასრულებ, რადგან ის ბავშვობას მახსენებს (ჩემს ბებიას და საყვარელ ბიცოლას, ნანას).
1
1
კგ.
თეთრი ქართული ნიგოზი
450
450
გრ.
თაფლი
30
30
გრ.
შაქარი
ნიგოზს ვჭრით ბასრი დანით (მე დავჭერი სამართებლით).
დაჭრილ ნიგოზს ვაშრობთ ღუმელში (დიახ ვაშრობთ და არა ვხალავთ) 80 გრადუსზე 50 წუთი.
ზედმეტ კანს ვაშორებთ დაჭრილ ფანტელებს.
სქელძირიან ქვაბში ან ტაფაში (ტეფლონის გარეშე) ვასხამთ თაფლს და ვადუღებთ 15-20 წუთი. თაფლის ტემპერატურა უნდა ავიდეს 120 გრადუსზე. ან ცივ წყალში ვამოწმებთ, რომ გამაგრდება წვეთი, თაფლი მზად არის.
ნელ-ნელა ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი და ვურიოთ კარგად რომ თაფლი გადანაწილდეს.
ამ ეტაპზე ჩვენი გოზინაყის ტემპერატურა იწევს დაბლა. მასას ვურევთ მუდმივად დაახლოებით 10 წუთი ყველაზე დაბალ ცეცხლზე.
როდესაც ნიგოზი კარგად გაცხელდება (80 გრადუსი), მასა გადმოიტანეთ ოდნავ დასველებულ ზედაპირზე და დასველებული ხელებით გადაანაწილეთ გოზინაყი.
სისქე თქვენზეა დამოკიდებული სქელი გნებავთ თუ თხელი, ამის მიხედვით გააბრტყელეთ.
პერიოდულად ხელებით გაასწორეთ რომ არსად იყოს სიცარიელე. გაბრტყელებულ გოზინაყს ვაცდით გაციებას 10 წუთი და შემდეგ ვჭრით.
ყველაზე მთავარი რჩევა გოზინაყის მომზადების დროს - არ უნდა დუღდეს არაფერი გაზქურაზე, არც ძალიან არ უნდა ცხელოდეს სამზარეულოში. ზედმეტი ორთქლი გააფუჭებს ჩვენს გოზინაყს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
სერვირება
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი