Search
ან
თხილის პასტის ფონდანი შავი მოცხარის ჯელატოთი
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

მე ვარ ალექსანდრ, წარმოშობით სამცხე ჯავახეთიდან, ინკლუზიური და ბარიერ თავისუფალი კაფე “Sweet heart“-ის  შეფ-კონდიტერი. 
ჩვენი კაფე გამორჩეულია იმით, რომ ჩვენი მთავარი მიზანია შშმ პირების გადამზადება და დახმარება დასაქმებაში. “საკონდიტროში ყველაზე მაგარი ის არის, რომ ძალიან ბევრი არჩევანი და შესაძლებლობაა. როცა დესერტს ამზადებ, უნდა ჩადო მთელი გული და სული, და აუცილებლად გემრიელი გამოვა, თან თუ არ დაგავიწყდა ღუმელის ტაიმერის ჩართვა!“  
  

ინგრედიენტები
ცომი:
300 300 გრ. თხილის და შოკოლადის პასტა
60 60 გრ. უმარილო კარაქი (82% )
3 3 ცალი კვერცხი
140 140 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
10 10 გრ. კაკაოს ფხვნილი
5 5 გრ. გამაფხვიერებელი
100 100 გრ. შავი შოკოლადის ნატეხები
60 60 გრ. შავი მოცხარი
ჯელატოს მასა:
4 4 ცალი კვერცხის გული
110 110 გრ. შაქარი
5 5 გრ. ვანილის შაქარი
450 450 გრ. ნაღები (35 %)
100 100 გრ. შავი მოცხარი
10 10 გრ. შავი რომი
საფეხური 1
მომზადების წესი: წინასწარ ავწონოთ ყველა ინგრედიენტი. კვერცხი მოვათავსოთ მიქსერის ჯამში და კარგად ავთქვიფოთ გათეთრებამდე.
საფეხური 2
ცალკე ჯამში გავალღოთ კარაქი და დავამატოთ კვერცხის მასას. შემდეგ კი დავამატოთ მშრალ ინგრედიენტებს - ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი აუცილებლად გავცრათ!
საფეხური 3
ჩავასხათ სასურველ ფორმებში. მე ავირჩიე 8 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმა. გამოვაცხოთ 200 c - 15 წუთი.
საფეხური 4
ჯელატოს მასა: ჯამში დავამატოთ კვერცხის გული, შაქარი, ვანილი და შავი რომი, ავთქვიფოთ კარგად. შემდეგ დავამატოთ ნაღები და შავი მოცხარი, დავადგათ ქურაზე დაბალ ტემპერატურაზე, ვადუღოთ ოდნავ გასქელებამდე. შემდეგ კი მოვათავსოთ კონტეინერში დავასვენოთ 40 წუთი, ბოლოს კი შევინახოთ საყინულეში მთელი ღამით!
საფეხური 5
დეკორაცია: სერვირების თეფში, კაკაოს ფხვნილი, ბრინჯის ფირფიტის ჩიფსი, ჟოლოს სუბლიმირებული ფხვნილი

სერვირება

გემრიელად მიირთვით!