თამუნა ნადირაძე არის შეფ კონდიტერი, რომელმაც კანადაში ცხოვრების დროს გადაწყვიტა ფსიქიატრის პროფესია შეეცვალა, მისი ოცნებები რეალობად ექცია და კონდიტერია შეესწავლა. 34 წლის ასაკში კონდიტერის კარიერა ნულიდან დაიწყო, დაამთავრა ცხობის და საკონდიტრო ხელოვნების ფაკულტეტი კონდიტერიის მიმართულებით, ვანკუვერის წამყვან კულინარიულ კოლეჯში. კოლეჯის წარმატებით დასრულების შემდეგ, მუშაობა განაგრძო სხვადასხვა საკონდიტროებში, სადაც უფრო დახვეწა და განავითარა ცოდნა. სწავლას განაგრძობს მუდმივად და ეუფლება ახალ ტექნიკებს მსოფლიოს ტოპ შეფებისგან. ინსპირაციას იღებს გარემოს, ბუნების და პატარა დეტალებისგან. მისი მიმართულებაა სარკისებრ მინანქრიანი მუსის დესერტები. მინანქრის ხელოვნება მისთვის ამოუწურავია და თითოეული დესერტი არის უნიკალური, რომელიც თითქმის არ მეორდება. 2022 წელს, ის დაბრუნდა საქართველოში, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ყველა მსურველს, ვისაც მის მსგავსად უყვარს ეს საქმიანობა. შექმნა ონლაინ სასწავლო პლატფორმა და სულ მალე გამოაქვეყნებს კურსებს, რომლის მეშვეობითაც მსურველებს ექნებათ საშუალება სახლიდან გაუსვლელად, თავისი ტემპით შეისწავლონ სარკისებრ მინანქრიანი მუსის დესერტების მომზადება. “ დღემდე მაოცებს ის ფაქტი თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მარტივი ინგრედიენტების შეერთებით მიიღო ჯადოსნური გემოების და ვიზუალის მქონე
დესერტი.”
90
90
გრ.
კარაქი
50
50
გრ.
შაქრის ფხვნილი
250
250
გრ.
შაქარი (უმჯობესია საკონდიტრო წმინდა შაქარი)
22,5
22,5
გრ.
კაკაო
1
1
მწიკვი
მარილი
172,5
172,5
გრ.
ფქვილი
22,5
22,5
გრ.
ნუშის ფქვილი
1
1
ცალი
კვერცხი
230
230
გრ.
ნაღები 33%
225
225
გრ.
კრემ-ყველი 70%
1/2
1/2
ჩაის კოვზი
ვანილის ექსტრაქტი
200
200
გრ.
შავი ან რძიანი შოკოლადი
+/- 10
+/- 10
გრ.
შოკოლადი ტარტის ბაზის დასაფარად
120
120
გრ.
მარწყვი
+/- 10
+/- 10
ცალი
მარწყვი ცალი მოსართავად
1
1
გრ.
ლიმონმჟავა
10
10
გრ.
ლიმონის წვენი
ტარტის ბაზა:
90 გ ცივი კარაქი კუბებად დაჭრილი, 50 გ შაქრის ფხვნილი, 30 გ კაკაო, მწიკვი მარილი, 172.5 გ ფქვილი, 22.5 გ ნუშის ფქვილი, 1 ც (50 გ) კვერცხი.
გააცხელეთ ღუმელი 170 C- გრადუსზე (338 F-ფარენჰაიტზე). მიქსერის ჯამში ერთად ათქვიფეთ კარაქი და შაქრის ფხვნილი ერთიანი მასის
მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი; კაკაო; მარილი და ნუშის ფქვილი. ურიეთ მანამ სანამ მასა კარგად გაფხვიერდება. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და ურიეთ სანამ ცომს არ მიიღებთ.
გააბრტყელეთ ცომი 2 საცხობ ქაღალდს შორის დაახლოებით 3 მმ სისქემდე და დააყოვნეთ მაცივარში 1 საათით. მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი ტარტის საცხობ ფორმაში.
შემოაჭერით ზედმეტი ნაწილები და ფორმაშივე დაჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით. იმისათვის რომ ტარტის ცომი არ ამოიბეროს ცხობის დროს ტარტის ფორმაში გამზადებულ ცომს ზემოდან ჩააფინეთ ხელით დაჭმუჭნილი საცხობი ქაღალდი, შემდგომ სიმძიმისთვის დააყარეთ ბრინჯი ან ლობიო ისე, რომ მთლიანი ზედაპირი კარგად დაიფაროს და აცხვეთ 12 წუთის განმავლობაში (ზედა და ქვედა წვით). მოხსენით ბრინჯიანი/ლობიოიანი ქაღალდი და ისევ შეაბრუნეთ ფორმა ღუმელში ამჯერად 5 წუთით. გააგრილეთ ფორმაშივე და შემდგომ ამოიღეთ.
მარწყვის ჯემი: 120 გ დაბლენდერებული მარწყვი, 100 გ შაქარი, 10 გ ლიმონის წვენი ან 1 გ ლიმონმჟავა.
მარწყვი და შაქარი ადუღეთ 103 გრადუსამდე დაბალ ტემპერატურაზე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი (ან ლიმონმჟავა). გააგრილეთ მაცივარში კარგად რომ შესქელდეს.
შოკოლადის და კრემ-ყველის შიგთავსი: 150 გ შაქარი, 225 გ კრემ-ყველი 70 %, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 200 გ შავი ან რძიანი შოკოლადი +/- 10 გ ტარტის ძირზე წასასმელად, 230 გ ნაღები 33%.
პირველ რიგში ნახევრად ათქვიფეთ ცივი ნაღები ისე, რომ სხეული ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს მყარი კრემი და შემდეგ შეინახეთ მაცივარში. იგივე ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი დარბილებამდე. დაუმატეთ შაქარი, ვანილი და დამდნარი შოკოლადი. ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. 2 ეტაპად დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, ამოურიეთ ხელით ფრთხილად ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასა.
აწყობა:
გაგრილებულ ტარტს ფუნჯით წაუსვით დამდნარი შოკოლადი და 2-3 წუთით დატოვეთ საყინულეში.
(ეს ეტაპი დაიცავს ბისკვიტს დანესტიანებისგან და სერვირებამდე ფხვიერებას შეუნარჩუნებს )
თხელ ფენად წაუსვით ცივი მარწყვის ჯემი.
საკონდიტრო ტომრის გამოყენებით დაუმატეთ კრემ-ყველის და შოკოლადის შიგთავსი.
ბოლოს, გააფორმეთ მარწყვით სურვილისამებრ.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი