Search
ან
ხელნაკეთი პასტა ,,ტალიატელე” დამბალხაჭოს სოუსით და კარამელიზებული ლეღვით
60+ წუთი
რთული
მძიმე
500+ კკალ

მე ვარ რუსო დაუშვილი, პროფესიით გრაფიკული დიზაინერი და მოყვარული მზარეული. მყავს მეუღლე და სამი შვილი. როგორც უმრავლესობა ჩემი თაობის ადამიანებს, მეც ბებიამ შემაყვარა სამზარეულო და დღემდე ჩემს ყველაზე საყვარელ საქმიანობად დარჩა, რომელიც მინდა რომ გავამრავალფეროვნო და ბევრი ახალი რეცეპტი ვცადო და შევქმნა, რისი სტიმულიც რა თქმა უნდა მასტერშეფმაც მომცა. დილეტანტობა ამ შემთხვევაში უფრო მეტ თავისუფლებას მაძლევს და თამამად გარისკვის საშუალებას… 
სულ ახლახან შევქმენი ჩემი ბლოგიც - foodmood-withruso, რომელზეც გაგიზიარებთ საინტერესო რეცეპტებს. გამომყევით, ერთად ვისწავლოთ ბევრი ახალი და საინტერესო ტექნიკა.
ეს კერძი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაიბადა, პირადად მე ძალიან მომეწონა, გამიხარდება თუ თქვენც ცდით და შემდეგ პასტის ნაირსახეობებსაც შექმნით ❤️
 

ინგრედიენტები
4 4 ცალი კვერცხი (0 კატეგორია)
2,5 2,5 ჭიქა ფქვილი
1 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის)
1 1 ჩაის კოვზი მარილი
1/2 1/2 თავი დამბალხაჭო (გააჩნია სიმძაფრეს)
50 50 გრ. ჩედარი, გაუდა
100 100 გრ. ნაღები
5 5 ცალი ლეღვი
1/2 1/2 კბილი ნიორი
1 1 მწიკვი შავი პილპილი
საფეხური 1
ჭის მეთოდით შევურიოთ კვერცხი, მარილი, ზეთი და ფქვილი ერთმანეთს, შევკრათ და ვზილოთ ცომი 5 წუთი.
საფეხური 2
დავასვენოთ 15 წუთით. ერთხელ კიდევ გავიმეოროთ ეს პროცედურა და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, დაგრინული.
საფეხური 3
გამოღებული ცომი გავყოთ 4 ნაწილად და გავაბრტყელოთ ან მანქანის საშუალებით ან ხელით და დავჭრათ სასურველ ზომებად. (დავიხმაროთ ფქვილი რომ ერთმანეთს არ მიეწებოს)
საფეხური 4
დაჭრილი პასტა დავკიდოთ საშრობზე 10 წუთით. ვხარშავთ 3 წუთი.
საფეხური 5
ვშუშავთ ნიორს, ვხეხავთ სამივე ყველს (დამბალხაჭო უნდა გაითალოს) და ვადნობთ ნაღებთან ერთად,
საფეხური 6
ვუმატებთ შავ პილპილს, ვაკონტროლებთ დამბალხაჭოს სიმძაფრეს და ვარეგულირებთ რძით.
საფეხური 7
ლეღვს ვჭრით 4 ნაწილად და ვავლებთ მომზადებულ კარამელში, ვუმატებთ დაღერღილ წიწაკას.
საფეხური 8
მოხარშული პასტა გადაგვაქვს დამბალხაჭოს მასაში და ვურევთ, ვანაწილებთ თეფშებზე, ზემოდან ვალაგებთ ლეღვს და ვახეხავთ პარმეზანს.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!