“გამარჯობა, მე ვარ დავით გოგოძე, ბუშონის შეფი.
იზოლაციის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ძალიან გემრიელ პიცას ვაკეთებდი. მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მეგობრებმაც მოიწონეს, ყველამ მიბიძგა იმ იდეისკენ, რომ უფრო სერიოზულად მივდგომოდი ამ საქმეს.
ვიპოვე საინტერესო ლოკაცია, რომელიც იყო ჩემი მეგობრის სახლი, რამაც მიბიძგა პიცერიის გახსნის იდეაზე.
პარალელურად, ჩემს ორ მეგობართან ერთად ვგეგმავდი უცხოური ღვინის იმპორტს, რამაც გააჩინა ბუშონის იდეა, რომელიც მდებარეობს ფალიაშვილის 60 ნომერში და ახლა ყველამ ერთად შევქმენით ადგილი სადაც, თითოეული პიცისთვის არსებობს შესაბამისი ღვინო.”
500
500
გრ.
ფქვილი
330
330
გრ.
წყალი
5
5
გრ.
საფუარი
20
20
გრ.
მარილი
330 გრ წყალში ვხსნით მარილს. ფქვილში ვურევთ საფუარს და ნელ-ნელა ვამატებთ წყალს. ვზელთ 20 წუთის განმავლობაში და ვაკეთებთ 3 თანაბარ ბურთულას.
გამზადებულ ბურთულას ვასვენებთ მინიმუმ 8 საათს, უკეთეს შემთხვევაში 24 საათს.
სოუსი: გახეხილი პომიდორი, ნიორი და ორეგანო მოვშუშოთ დაბალ ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში.
ვაბრტყელებთ ცომს, ვუსვამთ პომიდვრის სოუსს, ვდებთ ღუმელში 250 გრადუსზე 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვიღებთ და ზემოდან ვაყრით 80 გ. მშრალ და 50 გ. ნედლ მოცარელას, რის შემდეგაც ვაბრუნებთ ღუმელში 4-5 წუთით.
ვიღებთ პიცას, ვჭრით 6 ნაჭრად და ვაყრით რუკოლას ფოთლებს.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი