Search
ან
ბაქლავა-ჩიზქეიქი
60+ წუთი
რთული
მძიმე
500+ კკალ

მე ვარ ელენა. Შავი ზღვის ხიბლიანი და მზიანი ბათუმიდან, რომელიც Ჩემთვის  განსაკუთრებულ ქალაქად აღიქმება. 
არ არსებობს ბავᲨვი, რომელსაც არ უოცნებია, არც მე ვიყავი გამონაკლისი. სწორედ 13 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ სამზარეულოᲨი ფუსფუსი Ძალიან მხიბლავდა მაᲨინ, როცა ჩემი თანატოლები ეზოᲨი თამაშით იყვნენ დაინტერესებულნი.
დიახ, კულინარიის ხელოვნება - სწორედ ეს იყო Ჩემი ოცნება, რათა კარგად ამეთვისებინა და დამეხვეწა კერᲫები, როგორც გემოს მხრივ, ასევე  ვიზუალური თვალსაზრისითაც.
ცოდნა ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია კარგი დიასახლისის ცხოვრებაში. ვფიქრობდი კიდევაც ამ ჰობის პროფესიად გადაქცევაზე, მაგრამ  სამწუხაროდ Ჩემი  მშობლები სხვა პროფესიას მირᲩევდნენ. მაგალითად  სტომატოლოგიას, რაც  Ჩემს ოცნებას ვერ ახორციელებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩავაბარე ბიზნეს-ეკონომიკურზე. დღეს ვარ საკმაოდ წარმატებულ ციფრულ სააგენტოᲨი, ITERS-ის დირექტორის თანამდებობაზე. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. 
მიუხედავად ამისა ყოველთვის მსურდა კულინარიული ბლოგის შექმნა, მაგრამ არ ვიყავი ჩემს ᲨესაᲫლებლობებᲨი დარწმუნებული. ჩემი ძმა და მეგობრები სულ მხარს მიჭერდნენ, მარწმუნებდნენ, რომ აუცილებლად უნდა წარმომეᲩინა და გამეზიარებინა Ჩემი კულინარია საზოგადოებისთვის.
მართლაც, 2 წლის წინ შევქმენი ბლოგი. იმდენად Ჩავერთე ამ ფერხულში, რომ სამსახურიდან  Შეგნებულად მალე ვბრუნდებოდი, რათა მომემზადებინა რაღაც გემრიელი, გადამეღო ფოტოები და გამეზიარებინა ახალი რეცეპტი ჩემი გამომწერებისთვის.
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიმაღლებენ  მოტივაციას და ენერგიით მავსებენ. მათი მხარდაჭერა და Შეფასება ყველაზე დიდი საᲩუქარია Ჩემთვის.
გადავწყვიტე ამ განსხვავებული რეცეპტის გაზიარება, რადგან აჭარაში ძალიან უყვართ ბაქლავა და ხშირად ამზადებენ. ორი უგემრიელესი დესერტი გავაერთიანე.
 

ინგრედიენტები
9 9 ცალი ფილოს ცომი
100 100 გრ. ფენა კარაქი
100 100 გრ. ფსტა
150 150 გრ. ფიშმანიე ფსტით
100 100 მლ. წყალი
170 170 გრ. შაქარი
600 600 გრ. კრემ ყველი
120 120 გრ. ნაღები 30 %
120 120 გრ. შაქრის პუდრი
1 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი/შაქარი
2 2 ცალი კვერცხი
10 10 გრ. ლიმონის ცედრა
საფეხური 1
პირველ რიგში ვაცხელებთ ღუმელს 100 გრადუსზე. 20 სმ დიამეტრის გამოსაცხობ ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი. დაადნეთ კარაქი ცეცხლზე და დაიწყეთ ბაზის მომზადება (ბაქლავის). მდნარი კარაქი წაუსვით ფორმის ძირს და ფორმის კედლებს ირგვლივ. ჩაუფინეთ ერთი ბაქლავის ფენა, შემდეგ ისევ კარაქი წაუსვით და ბაქლავის ფენას ისევ ვაფენთ. ასე გაიმეორეთ 4-ჯერ, შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ფსტა და ისევ გაიმეორეთ ფენების ჩაფენა ფორმაში.
საფეხური 2
ვამზადებთ ყველაზე გემრიელ შიგთავსს: კრემ ყველი - 600 გ, ნაღები 30 % - 120 გ, შაქრის პუდრი - 120 გ, ვანილის ექსტრაქტი/შაქარი - 1 ჩ/კ, კვერცხი - 2 ც, ლიმონის ცედრა - 10 გ. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. კრემ ყველს დაუმატეთ შაქრის პუდრი და სილიკონის კოვზით კარგად მოურიეთ. (მიქსერი არ გვჭირდება).
საფეხური 3
შემდეგ, მასას დაუმატეთ კვერცხი თითო-თითოდ და კარგად მოურიეთ, სანამ არ გაერთიანდება ყველა ინგრედიენტი. ვამატებთ ნაღებს, ლიმონის ცედრას და ვანილის ექსტრაქტს. ისევ ვურევთ, ვიდრე არ გახდება ჰაეროვანი და ერთგვაროვანი მასა. მიღებულ მასას ვასხამთ ბაქლავის ბაზაში, და რაც აუცილებელია - ცოტა შეანჯღრიეთ ფორმა, რათა თანაბრად გადანაწილდეს ყველის მასა.
საფეხური 4
გამოაცხვეთ ბაქლავა- ჩიზქეიქი 100 გრადუსზე 70-90 წუთი. დრო და ტემპერატურა დამოკიდებულია ღუმელზე. 70 წუთში გააღეთ ღუმელი, მოაყარეთ ფიშმანიე ცენტრში, ისე რომ, ჩიზქეიქი დაიფაროს და განაგრძეთ ცხობა, სანამ არ დადნება ჰალვა (ფიშმანიე) მთლიანად და არ გახდება ოქროსფერი. თითქმის მომზადებული როცა იქნება დესერტი, დაიწყეთ სიროფის მომზადება. 100 გრამ ცივ წყალს დაუმატეთ 170 გრამი შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ვადუღებთ 4 წუთს.
საფეხური 5
როცა მომზადდება ჩიზქეიქ-ბაქლავა, ოდნავ გამოაღეთ ღუმელი, გააგრილეთ 30 წუთი და დაასხით სიროფი ბაქლავის ფენებს. შემდეგ გადმოიღეთ ღუმელიდან, ბოლომდე გაცივდეს და შედგით მაცივარში 6 საათით ან მეტით.

სერვირება

მორთეთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით.