Search
ან
პასტა პუტანესკა
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

“ჩემს ისტორიას ბავშვობიდან დავიწყებ. გავიზარდე ხელმომჭირნე ოჯახში. მუშაობა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე, თითქმის 7 წლიდან უკვე ჩემი საკუთარი შემოსავალი მქონდა. შემოსავლის უმეტესი ნაწილით ოჯახს ვეხმარებოდი და პროდუქტებს ვყიდულობდი. ძალიან მიყვარდა გემრიელად ჭამა, დედაჩემი და ბებიაჩემი უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდნენ. სწორედ ამ ადამიანებმა შემაყვარეს კულინარია.
ალბათ 13 წლის ასაკში ვუთხარი დედას პირველად, რომ მინდოდა შეფ-მზარეულობა. აქ დაიწყო ჩემი ოცნება კულინარიაზე. 
20 წლის ასაკში პირველად მოვხვდი დიდ სამზარეულოში და მას შემდეგ 6 წელი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან რესტორნებში. დაწყებული ფრანგული სამზარეულოთი, დამთავრებული ლათინო-ამერიკულით, თითქმის მთელი მსოფლიოს კულინარია გავიცანი. 
აქ, საქართველოში 1 წელზე მეტია ჩამოვედი და რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ბრენდი ამბასადორის ქვეშ.
ატ კიტჩენიც ამბასადორის ახალი გასტრო პროექტია, სადაც 1 დღეში შეგიძლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მთავარი საიდუმლო ხარისხიანი პროდუქტია და სიყვარული ჩემი საქმისადმი. მუდმივად ვცდილობ ადამინების სასიამოვნოდ გაოცებას და ეს არის ჩემი მოტივაცია. ვაკვირდები მათ რეაქციას და ამით დიდ სტიმულს ვიღებ. ყველაზე გემრიელი კერძი აღვიძებს ემოციებს, ეს არის ჩემი ინსპირაციაც.” - შეფი ალექსანდრ ტაჰიროვი

ინგრედიენტები
15 15 გრ. ზეითუნის ზეთი
15 15 გრ. ნიორი
7 7 გრ. წითელი ჩილი წიწაკა
20 20 გრ. ანჩოუსი ზეთში
15 15 გრ. კაპერსი
25 25 გრ. ზეთისხილი ტაჯიასკა
250 250 გრ. პომიდვრის სოუსი
5 5 გრ. ბაზილიკი
3 3 გრ. ოხრახუში
80 80 გრ. პასტა „გრანიანა“ (ნეაპოლიტანური პასტა)
15 15 გრ. პარმეჯანო რეჯანო
50 50 მლ. ბოსტნეულის ბულიონი
30 30 მლ. ღვინო მშრალი თეთრი
საფეხური 1
სოუსის მოსამზადებლად ქვაბში ან ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ თხლად დაჭრილი ნივრის ფანტელები, წიწაკა ჩილი და ანჩოუსის ფილე. მზადების პროცესში კოვზით მოურიეთ იქამდე, ვიდრე პიურეს კონსისტენციას არ მიიღებთ. მიღებული მასა მზადაა, როდესაც მიიღებს სასიამოვნო ოქროსფერს.
საფეხური 2
ქვაბში მომზადებული სოუსის მასას ცეცხლიდან გადმოუღებლად დაუმატეთ ტაჯიასკა (ზეთისხილი), კაპერსი და თეთრი მშრალი ღვინო, კარგად ამოურიეთ ღვინის აორთქლებამდე.
საფეხური 3
ღვინო რომ ამოდუღდება დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიონი და პომიდვრის სოუსი, ასევე წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ბაზილიკი. კარგად ამოურიეთ და სოუსი მზადაა.
საფეხური 4
წინასწარ მოხარშული პასტა გადავიტანოთ სოუსის ქვაბში და კიდევ ერთხელ კარგად ამოვურიოთ.

სერვირება

სუფრაზე გატანის წინ გადაიტანეთ თეფშზე. მოაყარეთ პარმეზანის ფანტელები და ზეითუნის ზეთი. ბონ აპეტი!